ქართული კომპლექსი - მალტა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი თამაში ვერ მოიგო. ამჯერად ჯვაროსნებმა გასვლაზე, მალტის ნაკრებთან მოახერხეს შეხვედრის ფრედ დასრულება 1:1. ლატვიასთან დამარცხების შემდეგ ყველა ელოდა, რომ თემურ ქეცბაიას გუნდი გასვლაზე გამარჯვებისათვის ყველაფერს გააკეთებდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მეთხუთმეტე წუთზე ჯაბა კანკავას გოლით დავწინაურდით. თუმცა სულ რაღაც ათ წუთში უკვე მალტელებმა მოახერხეს ნუკრი რევიშვილის კარის დალაშქვრა. ეს მათმა კაპიტანმა მაიკლ მიფსუდმა გააკეთა.

თბილისში ლატვიასთან წაგებული თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გუნდში ორი ცვლილება განახორციელა. კარში გიორგი ლორიას ნაცვლად ნუკრი რევიშვილი ჩადგა, ალექსანდრე ამისულაშვილი კი გია გრიგალავამ ჩაანაცვლა.

ჯვაროსნებმა ისევ ფეხბურთის თამაში სცადეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამისათვის ჯერ მზად არ ვართ. გუნდში ფსიქოლოგიის მხრივაც ვერაა სიტუაცია კარგად. ზედიზედ წაგებული მატჩების შემდეგ ფეხბურთელები ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუდნენ, როდესაც ვერავისთან ახერხბდნენ თავისუფლად თამაშს.

მალტის ნაკრები კი სერიოზულ პრობლემად გადაგვექცა. თბილისში ძლივს დავამარცხეთ. მანამდე ორი წლის წინ ამხანაგურ შეხვედრაში მოგვიგეს. სხვათა შორის ორი გოლი მაშინაც მალტელთა კაპიტანმა მიფსუდმა გაგვიტანა.

ახლა საქართველოს ნაკრები 9 შეხვედრაში მოპოვებული 10 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჩვენზე ერთი თამაშითა და ორი ქულით ნაკლები აქვთ ლატვიელებს. თუ ბალტიისპირელები სახლში მალტელთა დამარცხებას მოახერხებენ ჯვაროსნები ავტომატურად მეხუთე ადგილზე ჩამოინაცვლებენ.

ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპი

მალტა - საქართველო 1:1

გოლები: 1:0 კანკავა (15), 1:1 მიფსუდი (25)

მალტა: ჰოგი, კარუანა, ოგიუსი, შკიმბერასი, ფაილა, ბრიფა, ჰატჩისონი, ფენეჩი (ბოგდანოვიჩი, 60), კოენი (ვუდსი, 90), შემბრი (პეისი, 76), მიფსუდი

საქართველო: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, კალაძე, გრიგალავა, კანკავა, კობიაშვილი, ანანიძე (კობახიძე, 77), თარგამაძე, იაშვილი (დვალიშვილი, 61), მარცვალაძე (გრიგალაშვილი, 66)

 

კომენტარები