ნიგერიული ტერაქტის უკან შესაძლოა ალ-ყაიდა იდგეს

26 აგვისტოს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაეროს წარმომადგენლობის შენობა ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 23 და დაშავდა ასამდე ადამიანი.

ნიგერიელი სამართალდამცავების ცნობით, მათი მთავარი ეჭვმიტანილი ალ-ყაიდასთანაა კავშირში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ისლამისტური ორგაზანიციის, ბოკო ჰარამის, წევრია და ნიგერიაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სომალიდან. 21 აგვისტოს, აფეთქებამდე 5 დღით ადრე, ნიგერიის პოლიციამ ბოკო ჰარამის ორი წევრი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს უკვე მაშინ ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი აფეთქების შესახებ.

ბოკო ჰარამი ნიგერიაში შარიათის დამკვიდრებისთვის იბრძვის. ტერაქტზე სწორედ მან აიღო პასუხისმგებლობა. სავარაუდოდ, ბოკო ჰარამს კავშირები აქვს ალ-ყაიდას განყოფილებასთან, რომელიც აფრიკის ჩრდილოეთში მოღვაწეობს და სომალიში მოქმედ ისლამისტურ ორგანიზაცია ალ-შაბაბთან. ადგილობრივი ჰაუსას ენიდან ბოკო ჰარამი შეიძლება ითარგმნოს, როგორც დასავლური განათლება აკრძალულია.

კომენტარები