რუსეთის ელჩი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სემიონ გრიგორიევი, ამბობს, რომ კარგად იცნობენ სამივე საპრეზიდენტო კანდიდატს. იციან, რომ ისინი გულწრფელად ემხრობიან რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას. ამიტომ, ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი არ აქვთ არჩევნებში. ეს მან ”ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში განაცხადა 15 აგვისტოს. დიპლომატმა ისიც თქვა, რომ ამჟამად აფხაზეთში 3500 რუსი სამხედრო და 1500 მესაზღვრეა ფედერალური უშიშროების სამსახურიდან. მისი განმარტებით, რუსეთი არ გეგმავს შეიარაღებული ძალების გაზრდას.
რიგგარეშე არჩევნებში აფხაზეთში, რომელიც სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, შემდეგი სამი კანდიდატი იბრძოლებს – მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, მოქმედი პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
საპრეზიდენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 26 აგვისტოს გაიმართება.