ჟლეტა დიდ ბრიტანეთში

   დიდი ბრიტანეთის კუნძულ ჯერსიზე დანით აჩეხილი ექვსი გვამი იპოვეს. ოთხი მოზრდილისა და ორი ბავშვის ცხედარი ქალაქ ჰელიერში აღმოაჩინეს. მეზობლების განცხადებით, იმის დაზუსტებით თქმა, რა მოხდა - ძნელია.

 ”ჩვენ ვიცნობდით მათ და კარგი ურთიერთობა გვქონდა” - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

გარდაცვლილების მეზობლებისთვის მომხდარი დიდი შოკი აღმოჩნდა. პოლიციის დეტექტივის, სტიუარტ გალის თქმით ”როდესაც რამდენიმე ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მკვლელობასთან გაქვს საქმე, არაადამიანი უნდა იყო, რომ ამ ყველაფერმა არ შეგძრას”.

პოლიციას 30 წლის მამაკაცი ყავს დაკავებული, რომელიც ასევე დაჭრილია ცივი იარაღით და მკურნალობას ჰოსპიტალში გადის.

გამოძიების თქმით, ისინი სხვა დამნაშავეს არ ეძებენ.

კომენტარები