ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

 ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ დღეს განაცხადა. ვადამდელი საპარლემენტო არჩევნების დანიშვნას მხარს უჭერს ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი. საქმე ისაა, რომ მმართველი სოციალისტური პარტია ბოლო დროს სიძნელეებს განიცდის. ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობის მთავრობისადმი ნდობა გაცილებით შეამცირა. ”ჩემი აზრით, მთავრობა, რომელიც შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნება, შეძლებს თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკაზე მომავალი წლის დასაწყისიდან,” თქვა საპატერომ. პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ამ განცხადებით ესპანეთის მთავრობის მეთაურმა ”ბურთი ოპოზიციის მოედანზე გაგზავნა”. მათი აზრით, ახლა ოპოზიციას მოუწევს წარმოადგინოს ესპანეთის ეკონომიკის გადარჩენის საკუთრი გეგმა. 

კომენტარები