რეცეპტი

ქათმის წვნიანი

მომზადების წესი: გამოაცალეთ ქათამს თეთრი ხორცი, რაც დაგრჩებათ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, მარილი, პილპილი და მოამზადეთ ბულიონი.

თეთრი ხორცი დაჭერით კუბებად, დააბასტურმეთ ზეითუნის ზეთსა და სოიოს სოუსში, გააჩერეთ 15 წუთი.

გაწურეთ ლიმონი და ჩააჭყლიტეთ 1 კბილი ნიორი. გადაწურეთ ბულიონი, დაუმატეთ ლიმონის წვენი გემოვნებით, 5 წვეთი ტობასკო და 2 კოვზი სოიოს სოუსი.

4 ულუფის მასალა 1 საშუალო ზომის ქათამი 1 ლიმონი 1 სტაფილო 1 თავი ხახვი 1 კბილი ნიორი ნახევარი შეკვრა ჩინური ბრინჯის ატრია 1 კონა პიტნა 1 კონა ქინძი 1 ც. მწვანე წიწაკა 1 შეკვრა გამხმარი ჩინური სოკო 25 გრ. სოიოს სოუსი ¼ 25 გრ. ტობასკო 25 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი პილპილი ჯამში: 20 ლარი

ჩინურ სოკოს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. ჩაუშვით სოკო ბულიონში. გააცხელეთ ტაფა და დაბასტურმებული ქათმის ხორცი დაბრაწეთ 5 წუთი.

დადგით ბულიონი ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ დაბრაწული ქათმის ხორცი, ჩინური ატრია, წამოადუღეთ 3 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მსხვილად დაჭერით მწვანილი, მწვანე წიწაკა, მოაყარეთ სუპს და დააგემოვნეთ.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 224 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 235 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 224 33 02/03).

კომენტარები