სანატორიუმი „სოხუმი“, რომელიც რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცა და ამჟამად რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზას ეკუთვნის, რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ი იუწყება. აღსანიშნავია, რომ სანატორიუმთან დაკავშირებული გაუგებრობა ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომელიც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში დაძაბულობას ქმნის.
სოხუმში დღეს გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ორმხრივი კომისია აფხაზების და რუსების მონაწილეობით, რომელიც ”გადაწყვეტს ყველა პრობლემას”, რომელიც ამჟამად სანატორიუმთან დაკავშირებით არსებობს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინიტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სანატორიუმის თანამშრომლებს სამსახურიდან დროებით დაითხოვენ ვიდრე ობიექტი დაკეტილია რემონტის გამო, ხოლო სანატორიუმის გახსნის შემდეგ, თუ ისინი გადამზადებას გაივლიან, ისევ დასაქმდებიან.
სერდიუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სანატორიუმის მთელი კომპლექსის რეკონსტრუქციას გეგმავს: ინფასტრუქტურითა და ტექნიკური დაცვის სისტემებით დაწყებული, სანაპირო ზოლით დამთავრებული. „ეს სანატორუმი იქნება ყველაზე თანამედროვე კომპლექსი და აფხაზეთის ტურისტული ბიზნესის ზრდის წერტილი,” აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, აქ მუშაობის დასაწყებად საჭირო გახდება ისეთი თანამშრომლების მომზადება, რომლებიც მომსახურების თანამედროვე კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
რუსეთის სამხედრო უწყების პირველმა პირმა ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ უწყებას სანატორიუმის ”ყველაზე თანამედროვე ობიექტად” გადასაქცევად ”უდიდესი კაპიტალდაბანდება და განუსაზღვრელი დრო” დასჭირდება, რადგან სანატორიუმი ”მთლიანად განადგურებულია.”
დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ასევე გაირკვა, რომ სანატორიუმის თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდა საკუთარ თავზე საოკუპაციო რეჟიმმა აიღო. ამის შესახებ ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ”მძიმე ტვირთი” აფხაზეთის ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო იმ ”ობიექტური და სუბიექტური” პრობლემების მოსაგვარებლად, რომელც სანატორუმის გარშემო წარმოიქმნა.
1 ივლისს სამხედრო სანატორიუმ ”სოხუმის” 500-მდე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სოხუმის ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. ერთი საათის განმავლობაში სოხუმის ცენტრში მოძრაობა სრულად იყო პარალიზებული. აქციის მონაწილეები სანატორიუმის ახალი მფლობელის ბრძანებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად დაპირებისა, რომ რემონტის დასრულების შემდეგ მათ სამსახურში დააბრუნებდნენ, ან კომპენსაციებს გადაუხდიდნენ. მდგომარეობა იმდენად დაძაბა, რომ რუსული სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცებმა ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს და აფხაზეთში რუსეთის საელჩო, რომელიც სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს, დაცვის ქვეშ აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო სანატორიუმის თანამშრომლების პირველი აქცია: მათ ივნისშიც გამართეს რამდენიმე დემონსტრაცია დაპირების შესრულების მოთხოვნით.