10 კითხვა ნანიკო ხაზარაძეს

ნანიკო ხაზარაძის არქივიდან
ნანიკო ხაზარაძე ეკრანს მიღმა...
 
ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, სახელად ნანიკო ხაზარაძე.
 
ერთ-ერთი პირველი თამამი წამყვანი ქალი ქართულ ტელესივრცეში. რა განსაკუთრებული გახსენდებათ იმ პერიოდიდან? 
 
უსინათლობა, სიცივე, ენთუზიაზმი და ამ რეალობიდან ამოვარდნილი მე ☺
 
ერთი რამ, რაც თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა...

კიდევ ერთი შვილი.
 
რომ შეგეძლოთ ერთი კვირით ნებისმიერ ასაკში ყოფნა, რომელს აირჩევდით და რატომ?
 
ჩვილობას დავუბრუნდებოდი ერთი უბრალო მიზეზის გამო – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მთელი დღე რომ ვინმემ ეტლით მასეირნოს ☺

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
 
ჩემი შვილი.
 
64 წლის რომ ვიქნები...
 
ოოო... არ ვიცი, აზრზეც არ ვარ.
 
რას შეცვლიდით საკუთარ თავში?
 
ავი ვარ ცოტა და ვცდილობ შეცვლას, ვნახოთ, როგორ გამომივა.
 
ის, რისი კეთებაც არასდროს გეზარებათ…
 
სახლის ლაგება და მანქანის ტარება.
 
ის სიტყვა თუ ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში…
 
მადლობა ☺))
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს? 

კითხვა ნანიკოს: რატომ არ გეძინება, როდესაც უკვე 3:11 am არის??? 
 

კომენტარები