ლოჰანი ციხეს გადაურჩა, ჰარი პოტერის ფანებისათვის ახალი ვებ-გვერდი გაიხსნა

ლინდსი ლოჰანი ამჯერად არ ჩაჯდება ციხეში. ის სასამართლოში ალკო ტესტის მეშვეობით დადებითი პასუხის აღმოჩენის გამო გამოიძახეს. მოსამართლემ განაცხადა,რომ ლოჰანი არ იქნება გადაყვანილი ციხეში,რადგან წინა მოსამართლემ მას უკვე მიუსაჯა ალკო ტესტის გავლა თებერვლის ბოლომდე. ლოჰანი მაინც არ გადაურჩა სასჯელს,ახლა მას აღარ აქვს უფლება სტუმრად მიიღოს ერთ ადამიანზე მეტი და ეწვიოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. მოსამართლემ ლოჰანს უთხრა,რომ ერთადერთი რაშიც ის დამნაშავე იყო,არის მისი მცირე სასჯელი. ახლო მომავალში ახალი ნოველა არ იგეგმება,თუმცა ჰარი პოტერის ფანებს ექნებათ საშუალება,რომ ისიამოვნონ ჯ.კ.როვლინგის შემდგომი ნამუშევრებით,რომელიც ახალ ონლაინ პორტალზე, www. Pottermore. Com ზე იქნება ხელმისაწვდომი. როვლინგმა საზიმოდ გახსნა თავისი უკანასკნელი პროექტი ხუთშაბათს, 23 ივნისს, ვებ-საიტი რომელიც მკითხველ საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ ჯადოსნურ ისტორიებს. ასევე ვებ-საიტზე ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ჰარი პოტერის შვიდივე ნოველა ელექტრონული წიგნების სახით. www. Pottermore. Com-ის გახსნა მერვე,ბოლო ფილმის „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი მე2“-ის გამოშვებამდე სამი კვირით ადრე მოხდა.

ხუთშაბათს უზენაესმა სასამართლომ ანა ნიკოლ სმიტის ქონების თაობაზე მოსმენა გამართა,რათა ბოლომდე მიეყვანა  2007 წელს გარდაცვლილი ყოფილი Playboy -ის მოდელის დაუმთავრებელი ბრძოლა მისი უკანასკნელი  მეუღლის, ტეხასელი ნავთობ-ბარონის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ნაწილის საკუთრებაში მიღების საკითხი. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო როცა უზენაესი სასამართლო ამ სადავო საკითხს განიხილავდა. უკანასკნელი მოსმენის დროს შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სმიტს მისი ყოფილი მეუღლის მიერ დატოვებული 300 მილიონი  დოლარიდან არაფერი ეკუთვნოდა.

კომენტარები