აგვისტოს 5 დღის გამო ტორენტ საიტები დაბლოკეს

ათამდე ტორენტ საიტი, რომლებზედაც ფილმ აგვისტოს 5 დღის არალიცენზირებული ვერსია იყო ხელმისაწვდომი, დაბლოკილია. ინტერნეტ პროვაიდერებმა საიტები მას შემდეგ დაბლოკეს, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 15 ივნისს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, კომისიას საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ აცნობა, რომ გარკვეულ ვებ გვერდებზე ახლადგამოსული ფილმის პირატული ვერსიები გავრცელდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, ამ ვებ გვერდებზე ფილმი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შსახებ საქართველოს კანონის დარღვევებით იყო განთავსებული.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმართვს ყველა ზომას, მათ შორის მოსთხოვს ვებ გვერდის მფლობელებს აღკვეთონ კანონდარღვევა,” წერია კომისიის განცხადებაში ”ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ვებ გვერდების ჰოსტინგის უზრუნველმყოფ ავტორიზებულ პირებს მოსთხოვს გვერდების დაბლოკვას.”

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტ პროვაიდერებმა რამდენიმე ტორენტ საიტი დაბლოკეს, ამ საიტებზე შესვლა სხვადასხვა პროქსი სერვერების მეშვეობით მაინც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მიუხედავად შეზღუდვებისა, რამდენიმე ტორენტ საიტიდან აგვისტოს 5 დღის ჩამოტვირთვა მაინც შესაძლებელია.  პროქსი სერვერების გამოყენება ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი. ყველაზე გავრცელებული პროქსი საიტია http://hidemyass.com/. ამ საიტზე შესვლის შემდეგ  საჭიროა სპეციალურ ველში  დაბლოკილი ვებ მისამართის ჩაწერა და ღილაკზე დაწკაპუნება.

ტორენტ საიტების დაბლოკვა საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილმა გააპროტესტა. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე პროტესტის ნიშნად შექმნილ გვერდზე ოთხ საათში ათასამდე ადამიანი გაწევრიანდა. 

ამ დროისთვის ტორენტ საიტებზე შეზღდუდვა მოხსნა  კავკაზუს ონლაინმა.

სხვა პროვაიდერების მომხმარებლებს შეზღუდვისთვის გვერდის ასასვლელად დაჭირდებათ  ქსელის ადაპტერის პარამეტრების შეცვლა. პარამეტრების შეცვლა საკუთარი ძალებით არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელმა მართვის დაფიდან (Control Panel) უნდა გახსნას  Network and Sharing Center განყოფილება, შემდეგ Change adapter settings , სადაც ნახავს ხატულას წარწერით Local area connection. ამ ხატულაზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გახსნას მენიუ და აირჩიოს პარამეტრები (Properties).  გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც საჭიროა  Internet Protocol Version 4 არჩევა. კვლავ გაიხსნება ახალი ფანჯარა.  ამ ფანჯარაში უნდა მოინიშნოს Use the following DNS server adresses, რის შემდეგაც გააქტიურდება ტექსტის შესაყვანი ველები. ზედა ველში უნდა ჩაიწეროს  ციფრები 8.8.8.8, ქვედა ველში 8.8.4.4.

კომპიუტერის გადატვირთვის შემდეგ მომხმარებელს აღუდგება ტორენტ საიტებთან წვდომა

კომენტარები