მიწისძვრა ახალ ზელანდიაში

ზელანდიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ქალაქ ქრისტჩარჩის ნაწილი, რომელიც ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზარალდა, შეიძლება დაუსახლებელ არედ იქცეს.

ჰაერიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს ძლიერი დაზიანებები, რომლებიც ორშაბათს, 13 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიიღო ქალაქმა. 

მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამას ემატება 46 დაზარალებული. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამშაბათის დილისთვის დახლოებით 15000 სახლი ელექტრომომარაგების გარეშე იყო დარჩენილი. სკოლების უმრავლესობა დაიხურა, ხოლო მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
 

კომენტარები