რეცეპტი

კრევეტები ლიმონის და ნივრის სოუსში

  მომზადების წესი:

ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ კრევეტები და მოაყარეთ პომიდორი. გაწურეთ ლიმონი, ჩააჭყლიტეთ ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, გადაურიეთ. დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოასხით კრევეტებს. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე, მოათავსეთ კრევეტის და პომიდვრის ნაზავი. 15-20 წუთში კერძი მზად არის. მიირთვით გემრიელად.

2 ულუფის მასალა 12 ც. კრევეტი 6 ც. პომიდორი ჩერი 1 ლიმონი 3 კბილი ნიორი 100 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი პილპილი ჯამში 20 ლარი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).



კომენტარები