ბორჯღალოსნები დღეს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე ბუქარესტში სამხრეთ აფრიკის კინგზს დაუპირისპირდებიან. არცერთი ქართული ტელევიზია, საქართველოს ნაკრების შეხვედრებს არ გადმოსცემს. აქედან გამომდინარე, რაგბის მოყვარულები მხოლოდ ინტერნეტ სტრიმინგისა და უცხოური საკაბელო არხების იმედზეღა დარჩნენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა დღევანდელი შეხვედრისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა. ძირითადად ეს სწორედ ის გუნდია, რომელსაც ყველა ელოდა. ნაკრებს კაპიტნის რანგში დაუბრუნდა მეორეხაზელი ილია ზედგინიძე, რომლიც 35-ედ გაუძღვება ბორჯღალოსნებს სათამაშოდ. ის ამ მაჩვენებლით საქართველოში საუკეთესოა.
საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი 14. ბესიკ ხამაშურიძე 13. გიორგი ჯიმშელაძე 12. ირაკლი გიორგაძე 11. ირაკლი ჩხიკვაძე 10. ლაშა ხმალაძე 9. ბიძინა სამხარაძე 8. ზვიად მაისურაძე 7. ვიქტორ კოლელიშვილი 6. გივი ბერიშვილი 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ილია ზედგინიძე (კაპიტანი) 3. ვასილ კაკოვინი 2. აქვსენტი გიორგაძე 1. გოდერძი შველიძე. სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი 17. კარლენ ასეიშვილი 18. გიორგი ნემსაძე 19. დიმიტრი ბასილაია 20. გიორგი ბეგაძე 21. ალექსანდრე თოდუა 22. ბექა ურჯუკაშვილი