ვაშინგტონი: კლინტონი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობას არ გეგმავს

REUTERS
 ჰილარი კლინტონი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობას არ აპირებს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრეს სპიკერმა, ფილიპ რაინსმა. ამით მან სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო იმის შესახებ, თითქოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აპირებს სათავეში ჩაუდგეს მსოფლიო ბანკს მას შემდეგ, რაც ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რობერტ ზელიკი 2012 წელს თანამდებობას დატოვებს. ”ეს ინფორმაცია ასი პროცენტით არასწორია. Reuters-ი ცდება. სახელმდიფო მდივანი კლინტონი არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს მსოფლიო ბანკში გადასვლასთან დაკავშირებით არც პრეზიდენტთან, არც თეთრ სახლთან და არც სხვა ვინმესთან,” განაცხადა რაინსმა ”კლინტონი საუბრობდა იმაზე, რომ არ აქვს არანაირი ინტერესი ამ სამუშაოს მიმართ. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნას არ დათანხმდებოდა, თუნდაც ეს ვინმეს შეეთავაზებინა მისთვის,” აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა Washington Post-ისადმი მიწერილ წერილში.

სააგენტო Reuters-ი კლინტონის გეგმებზე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის შესახებ ”სანდო წყაროებზე” დაყრდნობით წერდა. 

კომენტარები