ჰილარი კლინტონს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობა სურს

 ჰილარი კლინტონი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობა სურს, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. სააგენტო ინფორმაციას საიმედო წყაროებზე დაყრდნობით აკეთებს და აცხადებს, რომ საკითხის შესახებ თეთრ სახლში უკვე საუბრობენ. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ბარაკ ობამამ უკვე გამოხატა თანადგომა.
ჰილარი კლინტონი, ყოფილი პირველი ლედი და ბარაკ ობამას ყოფილი კონკურენტი, ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წარმომადგენლად იქცა.  წარსულში მან საჯაროდ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დარჩენას 4 წელზე მეტ ხანს არ აპირებდა. თანამდებობა მან 2009 წელს დაიკავა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ჰილარი კლინტონს 2012 წლის შუა პერიოდიდან შეეძლება. სწორედ ამ დროს ამთავრებს თავის ვადას ამჟამინდელი პრეზიდენტი რობერტ ზელიკი. თავად კანდიდატის სურვილის გარდა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ორგანიზაციის 187 წევრმა უნდა დაადასტუროს. წარსულში მსოფლიო ბანკის ყველა პრეზიდენტი, ერთის გარდა, ამერიკელი იყო.

კომენტარები