ჯენიფერ ჰადსონის მემუარები და ლედი გაგა - მოდის ინდუსტრიის საპატიო სტუმარი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/eeererererer.png##fbimage#
 მსახიობი ჯენიფერ ჰადსონი  მემუარებზე მუშაობს, რომელიც ძირითადად საკვებს შეეხება. ოსკარის მფლობელი მსახიობი დათანხმდა დაწეროს წიგნი, სადაც აღწერს თავის ბრძოლას ზედმეტ წონასთან, რის შედეგადაც მან 80 ფუნტი დაიკლო. წიგნი  იანვარში გამოვა. მაიკლ ჯექსონის სადაზღვეო აგენტებმა მისი კონცერტის  "This Is It"-ის 17.5 მილიონიანი პოლისის განულება მოითხოვეს, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, მათ არ იცოდნენ, რომ მომღერალი ძლიერმოქმედ პრეპარატებს იღებდა. „Lloyd’s of London“-ის სადაზღვეო აგენტებმა საჩივარი შეიტანეს AEG Live-ის და მაიკლ ჯექსონის კომპანიის წინააღმდეგ, სადაც მოსამართლეს სთხოვენ, რომ ჯექსონის სიკვდილიდან თითქმის ორი წლის შემდეგ მაინც გადაწყვიტოს დაზღვევასთან დაკავშირებული დავა.

ლედი გაგა ნიუ-იორკში გამართული ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს დაჯილდოვებაზე ( America's Fashion Icon Award) საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. ღონისძიებაზე მომღერალი მწვანე ფერის პარიკით,  კორსეტიანი კაბით და ძალიან მაღალი პლატფორმიანი ფეხსაცმელით მივიდა.

ჯგუფმა „Jane's Addiction“-მა მოულოდნელი პერფორმანსი წარადგინა E3-ის ექსპოზიციის გახსნაზე ლოს-ანჯელესში. ბენდი სცენაზე მას შემდეგ გამოვიდა, რაც სონიმ ახალი პორტაბელური სათამაშო მოწყობილობა  და თამაშების ახალი სერია წარმოადგინა.

კომენტარები