შერილ კოულის შესაძლო დაბრუნება „X ფაქტორში„ და ფილმების რეიტინგი ამერიკის სალაროებში

შერილ კოული შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს "X ფაქტორი" –ის ახალ ამერიკულ ვერსიის გადაღებებს. TMZ აცხადებს,რომ კოულსა და შოუს პროდუსერს შორის ურთიერთობა კვლავ განახლდა. მიმდინარე დრამა დაიწყო მას შემდეგ,რაც მომღერალი გამოუშვეს ამავე შოუს ამერიკული და ორიგინალი, ბრიტანული ვერსიებიდან. 56 მილიონი ბილეთის გაყიდვის შემდეგ;ადამიანები-X;-ის მე-5 ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკის სალაროებში პირველი ადგილი დაიკავა  გაყიდვადობით უქმე დღეების განმავლობაში.

"ადამიანები-X: პირველი კლასი" –ის გახსნა,რომელიც მარველის  კომიქსების  განახლებული ფრენჩაიზია ,შედარებით შეესაბამებოდა სტუდიის მოლოდინს და გარანტიას იძლევა,რომ ფილმს გაგრძელება ექნება.

უკანასკნელი კვირის ლიდერმა,  "წვეულება ვეგასში: ნაწილი 2", გახსნის დღეს 32 მილიონ დოლარზე მეტი,10 დღის განმავლობაში კი სრულად 187 მილიონი დოლარი შემოსავალი შემოიტანა. აღვირახსნილი კომედია საგრძნობლად წინ უსწრებს თავის 2009 წლის  წინამორბედს, რომლის საბოლოო შემოსავალმა 277 მილიონ დოლარს მიაღწია.

 „კუნგ-ფუ-პანდა 2" –ის შემოსავალმა მეორე კვირის განმავლობაში  24 მილიონი, ხოლო "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე" –მ მესამე კვირის განმავლობაში 18 მილიონი დააგროვა.

კომენტარები