რეცეპტი

ქათმის კატლეტი მოცარელას, კარაქის და ოხრახუშის შიგთავსით


მომზადების წესი:

 
გაჭერით შუაში ქათმის ფილე და დაკეპეთ.
 
კარაქი, ოხრახუში, ნიორი და ნაღები დააბლენდერეთ, კოვზის წვერზე დაყარეთ ცოტაოდენი შაქარი და შეურიეთ დაბლენდერებულ მასას, მოაყარეთ მარილი, პილპილი.
 
ათქვეფილ მასას შეურიეთ გახეხილი მოცარელა, მიღებული მასა დაადეთ ქათმის ფილეს და გადაახვიეთ, რომ არ გაიხსნას, დაამაგრეთ ხის ჩხირებით.
2 ულუფის მასალა ქათმის ფილე 1 ნაჭერი 100 გრ. კარაქი 1 კონა ოხრახუში 3 კბილი ნიორი 100 გრ. ნაღები 50 გრ. საფანელი 2 სუფრის კოვზი ფქვილი 1 კვერცხი 100 გრ. გახეხილი მოცარელა შაქარი მარილი პილპილი ჯამში 15 ლარი
ათქვიფეთ კვერცხი, ამოავლეთ გადახვეული ქათამი ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.
 
ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და წამოადუღეთ, ჩაუშვით შიგნით ქათმის ფილე, გააჩერეთ 5-7 წუთი და კერძი მზად არის. 
მიირთვით გემრიელად.
 

კომენტარები