ურუგვაი მესამესთვის ითამაშებს

ურუგვაისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის ბოლო ტურის შეხვედრები. ავჭალის სტადიონზე სამხერთ ამერიკელებმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს და 33:5 დაამარცხეს. შევედრის პირველი ნახევარი 19:5 დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ქულები მხოლოდ ურუგვაელებმა დააგროვეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

ამერიკელთა მთავარი მწვრთნელის სკოტ ლოურენსის განცხადებით მათი წაგების მთავარი მიზეზი დაცვაში სუსტი თამაში იყო. ამას გარდა მან სხვა დეტალებზეც ისაუბრა: „რამდენიმე მოთამაშემ აშკარად ჩააგდო თამაში, გარღვევა გვქონდა სხვადასხვა პოზიციებზე, რამაც განაპირობა ჩვენი წაგება. ამისათვის ნამდვილად არ ჩამოვსულვართ, უბრალოდ ასე აეწყო სიტუაცია. ახლა ბოლო თამაშში გამარჯვებისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ გვინდა შეჯიბრებაზე მერვე ადგილი დავიკავოთ“.
 
ამერიკელების შემდეგ პრესკონფერენციაზე ურუგვაელები გამოჩნდნენ. მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ხუან ბალდომირმა მესამე ადგილსათვის სასურველ მეტოქეზე ისაუბრა: „დიდი განსხვავება არ აქვს ჩვენთვის საქართველოს შევხვდებით თუ იაპონიას. ორივე გუნდი ძალიან ძლიერია, იაპონელები გაშლილ და მრავალფაზიან თამაშს აჩვენებენ. ქართველების ძლიერი მხარე კი უკვე ყველამ იცის. თქვენი შერკინება მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია. დღეს   ერთმანეთთან  თამაშში გამოჩნდება, რა არის სუტსტი მხარეები. ამას ვნახავთ და ტაქტიკას შემდეგში ამის მიხედვით ავარჩევთ“.
 
ურუგვაი - აშშ  33:5
 

კომენტარები