რაგბი: 20-წლამდელთა ალაფის მეორე ტური

ხვალ თბილისში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის მეორე რაუნდის შეხვედრები გაიმართება. პირველი ტურის მსგავსად,  სამ თამაშს ამჯერადაც ავჭალის სტადიონი უმასპინძლებს, ერთს კი - შევარდენის.

ისევე, როგორც პირველ დღეს, თამაშები ახლაც 14 საათზე დაიწყება. შევარდენზე ერთმანეთის წინააღმდეგ სამოელი და იაპონელი მორაგბეები წარსდგებიან. იმავე დროს ავჭალაში ერთმანეთს იაპონიისა და კანადის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
 
შემდეგ თამაშები უკვე ავჭალაში გაგრძელდება, სადაც ჯერ 16 საათზე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ითამაშებენ, შემდეგ კი საქართველოს ჯერიც დადგება. მასპინძლების მეტოქე ამჯერად ზიმბაბვეს ნაკრები იქნება. ეს თამაში 18 საათზე დაიწყება.
 
შეგახსენებთ, რომ თბილისურ მსოფლიო ალაფაში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულები. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პირველადგილოსნები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისათვის შეერკინებიან, მეორეადგილოსნები - ბრინჯაოს მედლისათვის, მესამადგილოსნები -  მეხუთე ადგილის დასაკავებლად ითამაშებენ, ბოლოადგილოსნები კი ერთმანეთში ტურნირის ყველაზე სუსტი გუნდის ვინაობას გაარკვევენ.
 
მეორე ტური, 28 მაისი
 
შევარდენის სტადიონი, 
 
14:00 საათი: სამოა - ურუგვაი 
 
ავჭალის სტადიონი
14:00 საათი: იაპონია - კანადა
16:00 საათი: რუსეთი - აშშ
18:00 საათი: საქართველო - ზიმბაბვე
 
ა ჯგუფი
1. სამოა 1მოგება 0 ფრე 0 წაგება 48-11 ბურთები 5ქულა
2. ურუგვაი 1 0 0 33-5 4ქ
3. რუსეთი 0 0 1 5-33 0ქ
4. აშშ 0 0 1 11-48 0ქ
 
ბ ჯგუფი
1. საქართველო 1 0 0 38-9 5ქ
2. იაპონია 1 0 0 37-24 5ქ
3. ზიმბაბვე 0 0 1 24-37 0ქ
4. კანადა 0 0 1 9-38 0 ქ

კომენტარები