თბილისის სპორტის სასახლეში სოხუმისა და არმიის კალათბურთელებმა სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი გამართეს. პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვება ძალოვანებს ჰქონდათ მოპოვებული და დღეს მოგების შემთხვევაში ფინალის საგზურს ინაღდებდნენ.
ყველაფერი თითქოს ამისკენ მიდიოდა. სამი მეოთხედის განმვლობაში არმიის მოთამაშეებს ერთი წამით არ დაუყენებიათ უძლიერესის ვინაობა კითხვის ქვეშ, ბოლო ათწუთეულის წინ კი ანგარიში სულაც 63:49 იყო არმიის სასარგებლოდ. მაგრამ სოხუმელები სხვაგვარად ფიქრობდნენ. მათ ბოლო ექვს წუთში განსაკუთრებით მოინდომეს, მეტოქეს ფაქტობრივად ყველა შეტევა ჩაუშალეს, 11:0 გაქცევა მოაწყვეს და 62:69 მაგივრად ტაბლოზე 73:69 დააფიქსირეს. ეს უკვე გადამწყვეტი დარტყმა გამოდგა ლევან მოსეშვილის გუნდისთვის, რომელმაც ვეღარ მოახერხა ძალების მობილიზება, მეოთხე მეოთხედი 14:33 დათმო და საბოლოოდ 77:82 დამარცხდა.

სოხუმელთა გამარჯვება ბოლო პერიოდში კარგმა გუნდურმა თამაშმა და შესანიშნავმა დაცვამ განაპირობა. ლატვიელი მთავარი მწვრთნელის, არვიდას ბაგაცკისის კალათბურთელებმა, საბოლოოდ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. წინა მატჩისაგან განსხვავებით ამჯერად სოხუმელებმა მოხსნებიც მოწინააღმდეგეზე მეტი დააგროვეს - 45:37, პასებიც - 16:12, ჩაჭრებიც - 13:8 და რაც მთავარია, შეცდომებიც ნაკლები დაუშვეს - 13:19.
საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა სოხუმის ამერიკელმა კარლ დამუსმა, რომელმაც მატჩი ორმაგი დუბლით - 20 ქულა, 11 მოხსნით დაასრულა. მასთან ერთად ათქულიანი ბარიერის გადალახვა კიდევ სამმა სოხუმელმა კალათბურთელმა მოახერხა - ლაშა ფარღალავამ 18, იუგინ ჰარისმა - 15 და ირაკლი შანიძემ - 19. არმიის მოთამაშეთაგან საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი იყო - 21 ქულა.
ბაგაცკისის გუნდის ამ გამარჯვების შემდეგ სერიაში ანგარიში 2:1 გახდა არმიის სასარგებლოდ. მომდევნო შეხვედრას გუნდები ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში 14 საათზე გამართავენ.
დღესვე მოგვიანებით გაიმართება კიდევ ერთი ნახევარფინალური შეხვედრა. ქუთაისში ადგილობრივი ქუთაისი თსუ-ს დაუხვდება. იმ სერიაში ანგარიში 1:1-ია.
სოხუმი - არმია 82:77 (15:23, 11:14. 23:26, 33:14)