საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება და კულმინაციისაკენ მიდის. დღეს თბილისის სპორტის სასახლეში მეორე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
არმიის გუნდმა ფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ლევან მოსეშვილის კალათბურთელებმა სოხუმი ზედიზედ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხეს 85:65 და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. ამ ეტაპზე საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად სამი მატჩის მოგებაა საჭირო.
ძალოვანების დღევანდელ მოგებაში, უმთავრესი როლი დაცვაში კარგმა თამაშმა და მოხსნებში კოლოსალურმა უპირატესობამ განაპირობა. ამ კომპონენტში ანგარიში 56:36 იყო არმიელთა სასარგებლოდ. მათი მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ახალგაზრდა ცენტრმა, გიორგი შარაბიძემ დააგროვა - 26.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს თსუ და ქუთაისი ეთამაშებიან. პირველ შეხვედრაში თბილისელთა გამარჯვების შემდეგ, მეორე მატჩში უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და მეტოქე 87:75 დაამარცხეს.
ქუთაისელთა ამ გამაჯვების შემდეგ სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. ახლა გუნდები ქუთაისში გადაინაცვლებენ და მომდევნო ორ თამაშს იქაურ სპორტის სასახლეში გამართავენ. მომავალ მასპინძლებს სერიაში საბოლოო გამარჯვების კარგი შანსი ეძლევათ – საკმარისია შინ ორივე შეხვედრა მოიგონ და ფინალშიც გავლენ.
დღეს კი თბილისის სპორტის სასახლეში ქუთაისელთაგან 17-17 ქულით საუკეთესოები გიგი ბარბაქაძე და ვიქტორ კოღუაშვილი გახდნენ. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი ქულას თავი ილია ლონდარიძემ მოუყარა - 19. თუმცა ეს საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში 13 მაისს გაიმართება.