10 ულუფა
1 კგ. ხბოს ხორცი
6 კონა ტარხუნა
6 კონა ქინძი
2 კონა ახალი ნიორი
2 კონა მწვანე ხახვი
5 ც. მწვანე წიწაკა (არა ცხარე)
1,5 ჭიქა ახალი, მწვანე ტყემალი
1,5 ჭიქა თეთრი ღვინო
მარილი
პილპილი
ხბოს ხორცის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბატკნის ხორცი.
ჯამში 30 ლარი
მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი, აგრეთვე ყველა მწვანილი და მწვანე წიწაკა წვრილად.
ქვაბში ფენა-ფენად ჩააწყვეთ ხორცი, მწვანილი, ტყემალი, მოაყარეთ პილპილი, მარილი და დადგით ცეცხლზე.
15 წუთში, როდესაც გამოუშვებს წვენს, დაუმატეთ თეთრი ღვინო და წამოადუღეთ 20-30 წუთი.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03