ფეხბურთი: 17-წლამდელთა ყაზახური ტურნირი

ასტანაში მიმდინარე ყაზახეთის პრეზიდენტის თასის გათამაშებაზე, საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკვე ორი შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში ვასილ მაისურაძის აღსაზრედელბმა სომხეთის ნაკრებს 5:3 მოუგეს,  დღეს დილით კი თურქ თანატოლებთან 1:2 დამარცხდნენ.

შეჯიბრებაზე რვა გუნდი ორ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფში გუნდებს სამ-სამი თამაშის გამართვა უწევთ. შემდეგ კი ჩემპიონობისთვის პირველადგილოსნები ითამაშებენ, ბრინჯაოს მედლისათვის მეორეადგილოსნები.
 
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ყაზახეთში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი - ჯგუფის დასკვნით დაპირისპირებაში ისინი უკრაინის ნაკრებს ეთამაშებიან. სწორედ ამ თამაშის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელი ადგილისთვის გააგრძელებს თამაშს ნაკრები.
პრეზიდენტის თასს სოლიდური საპრიზო ფონდი აქვს. ყაზახურმა მხარემ ამ საქმისათვის 20 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო. ჩემპიონს 10 ათასი ერგება, მეორეადგილოსანს - 6 ათასი, მესამეადგილოსანს კი - 4 ათასი.
 
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ნაკრებმა ასტანაში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
 
საქართველო - სომხეთი 5:3
 
საქართველო: ადამია, გაბაძე, დვალი (ალ. გურეშიძე), გ. გურეშიძე, ჭანტურია, აბურჯანია (კაპიტანი) (მელიქიძე), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი (წილოსანი), კერძევაძე (როსტიაშვილი), მზევაშვილი (კაკაბაძე), მაკარაძე (ნიკურაძე)
გოლები: აბურჯანია (26 წთ), მაკარაძე (36, 43), ახვლედიანი (45), ჭეჭელაშვილი (50 პენ.)
გაძევება: ჭანტურია
 
საქართველო - თურქეთი 1:2
 
საქართველო: ადამია, გაბაძე, გ.გურეშიძე, მელიქიძე, აბურჯანია (კაპ), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე, როსტიაშვილი, წილოსანი (ნიკურაძე), მაკარაძე (მზევაშვილი)
გოლი: მზევაშვილი (66 წთ)
 

კომენტარები