საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სენსაცია ვეღარ მოახდინა და კლასით უფრო მაღალი დონის იტალიის ნაკრებთან დამარცხდა - საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში აპენინელებმა 36:16 მოუგეს პატარა ბორჯღალოსნებს.
მეოთხედფინალში რუსებთან შთამბეჭდავი 38:3 გამარჯვების შემდეგ, ბევრს იტალიასთან მოგების იმედიც გაუჩნდა, თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა - მეტოქემ ქართველებს პირველივე ტაიმში დაუმთავრა საქმე - 29:3. მეორე ტაიმში პატარა ბორჯღალოსნებმა კიდევ გაიბრძოლეს, შებოჭილობისგან გათავისუფლდნენ, მეტოქეს ასე თუ ისე თანაბრად ეთამაშნენ და სხვაობაც შეამცირეს - 16:36.
ახლა საფრანგეთში ლევან მგელაძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარები. მესამე ადგილისთვის მატჩში ჩვენი მეტოქე იქნება გერმანიის ნაკრები, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში შოტლანდიელებისაგან გამანადგურებელი მარცხი იწვნია - 3:87.
მომდევნო თამაშები 23 აპრილს გაიმართება. პირველი ადგილისათვის ერთმანეთს შოტლანდია და იტალია შეხვდებიან, მესამესთვის - საქართველო და გერმანია, მეხუთე ადგილისთვის - პორტუგალია და ბელგია, მეშვიდე ადგილისთვის კი რუსეთი და რუმინეთი ითამაშებენ.
საქართველო - იტალია 16:36
საქართველოს ნაკრები: 15. აფციაური 14. გიორგაძე (ნათელაშვილი (70+) 13. მჭედლიძე 12. შარიქაძე 11. ფრუიძე 10. ბასილაია (სინ-ბინი 25 წთ) 9. ხუციშვილი (თუთბერიძე 67 წთ) 8. მარდალეიშვილი 7. ოლქიაშვილი 6. შუბითიძე 5. მჭედლიშვილი (სულხანიშვილი 64 წთ) 4. სორდია 3. ახობაძე (ჯიბლაძ 67 წთ) 2. ლომთაძე (ასათიანი 67 წთ) 1. თეთრაშვილი (ხიდეშელი 67 წთ). 2 ლელო: შარიქაძე, სორდია; 2 საჯარიმო: ხუციშვილი