საუკეთესონი ინგლისში: გარეტ ბეილი და ჯეკ უილშირი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/bl.png##fbimage#
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის უელსელი გარემარბი გარეტ ბეილი დაასახელა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ლონდონისავე არსენალის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი.

ამ პრიზის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, განსაკუთრებით კი ის მახარებს, რომ ჩემმა კოლეგებმა დამაფასეს, - განაცხადა ბეილიმ. ის მეოთხე უელსელია იან რაშის, მარკ ჰიუზის და რაიან გიგზის შემდეგ, რომელმაც ამ გამოკითხვაში გაიმარჯვა. გარეტ ბეილიმ ლონდონის არსენალის ფრანგ თავდამსხმელ სამირ ნასრის და მანჩესტერ სიტის არგენტინელ ბომბარდირს, კარლოს ტევესს აჯობა.

21 წლის ბეილიმ დიდი წვლილი შეიტანა ტოტენჰემ ჰოთსფურის წლევანდელ წარმატებაში: ლონდონურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში პირველად უწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს, სადაც მადრიდის რეალთან დამარცხდა. ბეილიმ ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პრემიერლიგაში კი 26 შეხვედრაში 7-ჯერ გამოიჩინა თავი. ის 2007 წლის ზაფხულიდან თამაშობს ტოტენჰემელთა რიგებში, მანამდე კი საუთჰემპტონის წევრი გახლდათ.

წლევანდელი სეზონი არანაკლებ წარმატებული გამოდგა ჯეკ უილშირისთვისაც: 19 წლის ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, არსენალის მაისურით კი 41 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზისთვის უილშირმა ბეილის რამდენიმე ხმით აჯობა. მესამე ადგილზე მანჩესტერ იუნაიტედის მექსიკელი ახალწვეული ხავიერ ჩიჩარიტო ერნანდესი გავიდა.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2010-11 წლების პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა:

ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი, ჰოლანდია); ბაკარი სანია (არსენალი, საფრანგეთი), ეშლი კოული (ჩელსი, ინგლისი), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი, სერბეთი), ვინსენ კომპანი (მანჩესტერ სიტი, ბელგია); ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია), სამირ ნასრი (არსენალი, საფრანგეთი), ჯეკ უილშირი (არსენალი, ინგლისი), გარეტ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური, უელსი); კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა), დიმიტარ ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი, ბულგარეთი)

 
ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელები

(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია)

 1973-74 - ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი); 1974-75 - კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი); 1975-76 - პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთ ირლანდია); 1976-77 - ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია), 1977-78 - პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი); 1978-79 - ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია); 1979-80 – ტერი მაკდერმოტი (ლივერპული); 1980-81 - ჯონ უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია); 1981-82 - კევინ კიგანი (საუთჰემპტონი); 1982-83 - კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია); 1983-84 - იან რაში (ლივერპული; უელსი); 1984-85 - პიტერ რიდი (ევერტონი); 1985-86 - გარი ლინეკერი (ევერტონი); 1986-87 - კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური); 1987-88 - ჯონ ბარნსი (ლივერპული); 1988-89 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1989-90 - დევიდ პლატი (ასტონ ვილა); 1990-91 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1991-92 - გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი); 1992-93 - პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია); 1993-94 - ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი); 1994-95 - ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი); 1995-96 - ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი); 1996-97 - ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი); 1997-98 - დენის ბერხკამპი (არსენალი; ჰოლანდია); 1998-99 - დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი); 1999-00 - როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია); 2000-01 - ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2001-02 - რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია); 2002-03 - ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი); 2003-04 - ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი); 2004-05 - ჯონ ტერი (ჩელსი); 2005-06 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული); 2006-07 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია); 2007-08 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია); 2008-09 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 2009-10 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2010-11 - გარეტ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი)

შენიშვნა: ეროვნება მითითებული აქვთ მხოლოდ არაინგლისელებს

 

ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები

(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია)

1973-74 -კევინ ბიტი (იფსვიჩ თაუნი); 1974-75 - მერვინ დეი (ვესტ ჰემ იუნაიტედი); 1975-76 - პიტერ ბარნსი (მანჩესტერ სიტი); 1976-77 - ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია), 1977-78 - ტონი ვუდკოკი (ნოტინგემ ფორესტი); 1978-79 - სირილ რეჯისი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი); 1979-80 – გლენ ჰოდლი (ტოტენჰემ ჰოთსფური); 1980-81 - გარი შოუ (ასტონ ვილა); 1981-82 - სტივ მორანი (საუთჰემპტონი); 1982-83 - იან რაში (ლივერპული; უელსი); 1983-84 - პოლ უოლში (ლუტონ თაუნი); 1984-85 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1985-86 - ტონი კოტი (ვესტ ჰემ იუნაიტედი); 1986-87 - ტონი ადამსი (არსენალი); 1987-88 - პოლ გესქოინი (ნიუკასლ იუნაიტედი); 1988-89 - პოლ მერსონი (არსენალი); 1989-90 - მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი); 1990-91 - ლი შარპი (მანჩესტერ იუნაიტედი); 1991-92 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1992-93 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1993-94 - ენდი კოული (ნიუკასლ იუნაიტედი); 1994-95 - რობი ფაულერი (ლივერპული); 1995-96 - რობი ფაულერი (ლივერპული); 1996-97 - დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი); 1997-98 - მაიკლ ოუენი (ლივერპული); 1998-99 - ნიკოლა ანელკა (არსენალი; საფრანგეთი); 1999-00 - ჰარი კიუელი (ლიდს იუნაიტედი; ავსტრალია); 2000-01 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული); 2001-02 - კრეიგ ბელამი (ნიუკასლ იუნაიტედი; უელსი); 2002-03 - ჯერმეინ ჯენასი (ნიუკასლ იუნაიტედი); 2003-04 - სკოტ პარკერი (ჩარლტონ ატლეტიკი/ჩელსი); 2004-05 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2005-06 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2006-07 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია); 2007-08 - სესკ ფაბრეგასი (არსენალი; ესპანეთი); 2008-09 - ეშლი იანგი (ასტონ ვილა); 2009-10 - ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა); 2010-11 - ჯეკ უილშირი (არსენალი)

შენიშვნა: ეროვნება მითითებული აქვთ მხოლოდ არაინგლისელებს

 

კომენტარები