საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს უკვე ფლეი-ოფის ეტაპზე დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონატს რეგულარულის დასრულებისთანავე გამოეთიშა სამი გუნდი - დინამო, ბათუმი და სსაუ. მათ მეხრე-მეთერთმეტე ადგილები დაიკავეს და შესაბამისად ფლეი-ოფში თამაში ვეღარ გააგრძელეს.
ჩემპიონატში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ გუნდები მეოთხედფინალში. რეგულარულის პირველ ადგილზე დამსრულებელი, მერვე ადგილოსანს ხვდება, მეორე - მეშვიდეს და ა.შ.
მეოთხედფინალურ რაუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ: არმია - ენერჯი, თსუ - სტუ, ქუთაისი - თსსუ, შსს - სოხუმი.
ფლეი-ოფის შეხვედრებში გამარჯვებისთვის გუნდებს ორი მოგება სჭირდებათ. თამაშები 3 და 5 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. თუკი ამ ორმა დაპირისპირებამ შემდეგ ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა ვერ გამოარკვია, დაინიშნება მესამე დამატებითი შეხვედრა, რომელიც 7 მაისს გაიმართება.