საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ქართული ტრადიცია არ დაარღია და საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 38:3 დაამარცხა. ამ გამარჯვებით პატარა ბორჯღალოსნები ნახევარფინალში გავიდნენ.
წლევანდელი 18-წლამდელთა ევროპირველობა განსხვავებული ფორმატით ტარდება. მასში მონაწილეობას ექვსი ერის წარმომადგენელი ორი ნაკრებიც იღებს. შიდა შესარჩევში ბოლო ადგილზე გასვლის შემდეგ ჩვენს ჯგუფს დაემატნენ - იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებები.
რუსებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პირველ წუთებზე გაშვებული ჯარიმის შემდეგ 0:3–ს აგებდა, რუსებსაც გარკვეული იმედები გაუჩნდათ, თუმცა ამის შემდეგ ლევან მგელაძის მომზადებულმა მორაგბეებმა 38 უპასუხო ქულა მოაგროვეს.
ნახევარფინალში ბორჯღალოსნების მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ პორტუგალიას აჯობა - 14:3. ტურნირის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შოტლანდიისა და გერმანიის ნაკრებები შეხვდებიან.
საქართველოს - რუსეთი 38:3
საქართველოს ნაკრები: 15. აფციაური 14. გიორგაძე 13. მჭედლიძე 12. შარიქაძე 11. ფრუიძე 10. ტალახაძე (ბასილია 36 წთ.), 9. ხუციშვილი 8. მარდალეიშვილი (ასათიანი 64 წთ.) 7. ოლქიაშვილი 6. შუბითიძე (ნიკოლავა 68 წთ.) 5. მჭედლიშვილი (მოსეშვილი 58 წთ.) 4. სორდია 3. ახობაძე 2. ლომთაძე (ხიდეშელი 55 წთ.) 1. თეთრაშვილი. 6 ლელო: ფრუიძე, მჭედლიძე, შარიქაძე, გიორგაძე, აფციაური (5, 6). 4 გარდასახვა: ხუციშვილი, აფციაური (2, 4), მჭედლიძე