Show me the Money

რაც უნდა მაღალი მხატვრული ღირებულებების ფილმი გადაიღოს რეჟისორმა, როგორ  წარმატებასაც უნდა მიაღწიოს სურათმა კრიტიკოსების წრეში – პროდიუსერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის შემოსავალია, რომელსაც ფილმი კინოგაქირავებიდან მოიტანს. ჰოლივუდში არაკომერციული რეჟისორები არ უყვართ. მსხვილი კინოკომპანიები დიდ თანხას, როგორც წესი, იმ ხელოვანებს აძლევს, ვისაც კომერციულად და მხატვრულად თანაბრად წარმატებული ფილმის გადაღება შეუძლია.

 

10.ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები I  

952 მილიონი დოლარი (2010)

ჯოანა როულინგის წიგნების სერია კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ფრენჩაიზად იქცა. ჰარი პოტერის თავგადასავლებზე გადაღებულმა შვიდმა ფილმმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა. 
 
წარმატების მიზეზები – პოტერის სერიებში მეშვიდე ფილმი მხატვრული ღირებულებებით ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. მიუხედავად ამისა, მან მაინც შეძლო წინამორბედების წარმატების გამეორება და ეს, პირველ რიგში, ბილეთების გაძვირებით იყო გამოწვეული. 
 
 
9.კარიბის ზღვის მეკობრეები 3: სამყაროს დასალიერს  
961 მილიონი დოლარი (2007)
 
კინოკომპანია Buena Vista, ყველასათვის მეორე სახელით – უოლტ დისნეიდ არის ცნობილი. აქ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უნდა გადაიღონ კომერციულად წარმატებული  ფილმები. 
 
წარმატების მიზეზები – გორ ვერბინსკის ტრილოგიის დამაგვირგვინებელ სურათს, ზურგს ორი წარმატებული პროექტი უმაგრებდა. ჯონი დეპის პერსონაჟი, ჯეკ ბეღურა, ნებისმიერი ასაკის მაყურებლის საყვარელ პერსონაჟად და საკულტო გმირად იყო ქცეული. ეპიკურმა ტრეილერმა და მეკობრული საგის დასკვნითი ნაწილის ხილვის სურვილმა შედეგი გამოიღო – ფილმმა არანორმალური კომერციული მოგება ნახა. 
 
 
8. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა  
975 მილიონი დოლარი (2001)
 
კინოკომპანია Warner Bros.-მა სათვალიანი ბიჭუნას ისტორიაზე უფლებების ყიდვა ყველას დაასწრო. მერე პროექტი კრის კოლამბუსს („მარტო სახლში” 1,2) ჩააბარა და 125 მილიონი დოლარი მისცა. 
 
წარმატების მიზეზები – ფილმი ნოემბრის ბოლო კვირას გამოვიდა და ზუსტად ერთი თვის განმავლობაში, კინოგაქირავებაში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. დეკემბრის ბოლოს „ბეჭდების მბრძანებლის” პირველი სერია მოგვევლინა, რომელმაც პოტერის ჰეგემონია დაამხო. თუმცა, იმ დროისთვის, ჰარის და მეგობრებს უკვე 800 მილიონი გალეონი ჰქონდათ გრინგოტსში შენახული. 
 
 
7.ბნელი რაინდი    
1 მილიარდი დოლარი (2008)
 
კრისტოფერ ნოლანმა კინოსამყაროს ფაქტობრივად ახალი სუპერგმირი აჩუქა. რეალისტური, ბნელი ატმოსფეროთი და ბრწყინვალე ანტაგონისტებით, ფილმი, რომელიც ზუსტად  PG-13 (მოზარდებისა და უფროსი ასაკის მაყურებლისათვის) და R (არასაბავშვო ფილმი) რეიტინგების ზღვარზეა. „ბეტმენის დასაწყისის” შემდეგ „ბნელი რაინდი” წარმატებისთვის განწირული იყო, მაგრამ მილიარდიან შემოსავალს ნაკლებად ელოდა.
 
წარმატების მიზეზები – ჰიტ ლეჯერის გარდაცვალებამ სურათს არნახული პიარი გაუკეთა. ამას დაუმატეთ ფაქტი, რომ მსახიობმა კარიერის საუკეთესო როლი ითამაშა. ამან კინოთეატრში ისეთი მაყურებელიც მიიზიდა, რომლებსაც სუპერგმირებზე ფილმები არ აინტერესებთ. ამ ყველაფერს კრიტიკოსების დადებითი რევიუები და IMAX კამერებით გადაღებული სცენები დაემატა. 
 
6.ალისა საოცრებათა სამყაროში  
1 მილიარდ 24 მილიონი დოლარი (2010)
 
„ალისა საოცრებათა სამყაროში” ნამდვილად არ ყოფილა საოცარი ფილმი. მეტიც, ძალიან ცუდი კინოეკრანიზაცია იყო, რომელიც თავის წარმატებას ჯონი დეპის სახელს, მსხვილ ბიუჯეტსა და 3D ფილმების ბილეთების ფასს უნდა უმადლოდეს. 
 
წარმატების მიზეზები – რეჟისორი – ტიმ ბარტონი. ჯონი დეპი – მთავარ როლში. ფილმის ბიუჯეტი – 200 მილიონი დოლარი. 3D ეფექტები და რეკლამაში დახარჯული უამრავი ფული. 
 
5. სათამაშოების ამბავი 3  
1 მილიარდ 63 მილიონი დოლარი (2010)
 
პიქსარის პროდუქცია კრიტიკოსების წრეებშიც და კინოგაქირავებაშიც მუდამ  წარმატებულია. 
 
წარმატების მიზეზები – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პიქსარის მულტფილმი 3D ფორმატით გამოდიოდა და შესაბამისად, აშშ-ში, ბილეთები 15-17 დოლარი ღირდა. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რამაც დიდ ეკრანზე მისი ნახვის სურვილი მაყურებელს კიდევ უფრო გაუღვივა.
 
 
4.კარიბის ზღვის მეკობრეები 2   მკვდარი კაცის სკივრი
1მილიარდ 66 მილიონი დოლარი (2006)
 
პირველმა „კარიბის ზღვის მეკობრეებმა” არნახული პოპულარობა მოიპოვა. ფილმმა 654 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯონი დეპმა კი ოსკარის ნომინაცია და ოქროს გლობუსის ჯილდო. 
წარმატების მიზეზები –  კინობაზარზე ფილმი უკონკურენტო იყო. სათავგადასავლო ფენტეზის ჟანრში ხარისხიანი პროდუქცია არც ისე ხშირად გამოდის. ამას დაემატა ჯონი დეპის პერფორმანსი, ძალიან სასაცილო სცენარი და ღირსეული სიქველი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა. 
 
პირველმა „კარიბის ზღვის მეკობრეებმა” არნახული პოპულარობა მოიპოვა. ფილმმა 654 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯონი დეპმა კი ოსკარის ნომინაცია და ოქროს გლობუსის ჯილდო. 
წარმატების მიზეზები –  კინობაზარზე ფილმი უკონკურენტო იყო. სათავგადასავლო ფენტეზის ჟანრში ხარისხიანი პროდუქცია არც ისე ხშირად გამოდის. ამას დაემატა ჯონი დეპის პერფორმანსი, ძალიან სასაცილო სცენარი და ღირსეული სიქველი, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა. 
 
3.ბეჭდების მბრძანებელი 3: მეფის დაბრუნება  
1მილიარდ 120 მილიონი (2003)
 
ჯონ რუალ რონალდ ტოლკიენის წიგნი „ბეჭდების მბრძანებელი” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. პიტერ ჯექსონმა კი საოცრება შეძლო, როდესაც მწერლის ფენტეზი სამყარო კინოეკრანებზე თითქმის უნაკლოდ გააცოცხლა. 
წარმატების მიზეზები – წინა ორი ნაწილის უდიდესი პოპულარობა. ოსკარის 11 ნომინაციიდან 11 ჯილდოს მოპოვება – აღფრთოვანებული კრიტიკოსები და ტოლკიენისტები. 
 
ჯონ რუალ რონალდ ტოლკიენის წიგნი „ბეჭდების მბრძანებელი” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. პიტერ ჯექსონმა კი საოცრება შეძლო, როდესაც მწერლის ფენტეზი სამყარო კინოეკრანებზე თითქმის უნაკლოდ გააცოცხლა. 
 
წარმატების მიზეზები – წინა ორი ნაწილის უდიდესი პოპულარობა. ოსკარის 11 ნომინაციიდან 11 ჯილდოს მოპოვება – აღფრთოვანებული კრიტიკოსები და ტოლკიენისტები. 
 
 
2,ტიტანიკი    
1მილიარდ 843 მილიონი დოლარი (1997)
 
კინოგაქირავების ღმერთი ჯეიმს ქემერონია. პირველ ორ ადგილზე სწორედ ამ რეჟისორის ფილმებია. ისინი დანარჩენ ნამუშევრებს ძალიან დიდი სხვაობით უგებს. 1996 წელს ქემერონმა კინოკომპანია Paramount-ისგან 150 მილიონი დოლარი ითხოვა. „ტერმინატორების” წარმატების შემდეგ მას არ გასჭირვებია ამ თანხის მიღება, არც დამატებით 50 მილიონის მოპოვება, რომელიც ფილმის დასამთავრებლად დასჭირდა. 
 
წარმატების მიზეზები – იმ დროისთვის არნახული, 200-მილიონიანი, ბიუჯეტი. უნაკლო სპეცეფექტები და სიუჟეტი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის საინტერესოა. 
 
 
1.ავატარი    
2 მილიარდ 782 მილიონი (2009)
 
ჯეიმს ქემერონი წლების განმავლობაში ამზადებდა ამ პროექტს. ელოდებოდა, კომპიუტერული ტექნოლოგიები განვითარების იმ დონეს როდის მიაღწევდა, როდესაც მას შეეძლებოდა გამოგონილ პლანეტაზე უნაკლო ფილმის გადაღება. პანდორაზე განვითარებული სიუჟეტი 2009 წლის ატომური ბომბია, რომელიც უნიჭიერესმა რეჟისორმა კინოთეატრებში ჩამოაგდო.
 
წარმატების მიზეზები – ავატარი იყო პირველი ფილმი, რომელიც ულტრათანამედროვე, 3D ტექნოლოგიებით გააკეთეს. ძლიერმა რეკლამამ შეძლო ის, რომ ყველამ იცოდა – ავატარი  კინოს განვითარების ახალი საფეხური იქნებოდა. ქემერონის ფილმი არც რიმეიკია და არც ლიტერატურული ნამუშევრის კინოეკრანიზაცია. ამიტომაც, მისი შედეგი ორმაგად დასაფასებელია. მხოლოდ ქემერონს შეუძლია არარეალური რეალურად აქციოს. 

კომენტარები