#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/salukvadze.png##fbimage#
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, გაისად, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი გუნდის მედროშე ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება.ნინო ბრწყინვალე სპორტსმენია, ყველა ტიტული მოუგია და ვფიქრობთ, ის ჩვენი გუნდის წარმატებული მედროშე იქნება, - განაცხადა ნაცვლიშვილმა ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც სპორტსმენის ბოლო წარმატებას მიეძღვნა.
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ნინომ მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო და ოლიმპიური თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა - ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა. მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - ჩვენი ქვეყნიდან ერთადერთია, რომელიც მეშვიდედ იასპარეზებს უდიდეს სპორტულ ფორუმზე!
ნინო სალუქვაძე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლი და ბრინჯაოს მედალოსანია: ოქრო-ვერცხლი მან 1988 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მოიგო, ბრინჯაო კი 2008 წელს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში.




