გამოკითხვა: ისრაელი-საქართველო

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც შაბათს ხორვატიის ეროვნულ გუნდს თბილისში 1:0 სძლია და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაიუმჯობესა, თელ ავივში 27 მარტს ჩავიდა. იქ თემურ ქეცბაიას გუნდი ისრაელის ნაკრებს შეხვდება მორიგ შესარჩევ მატჩში, რომელიც დღეს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჯვაროსნების ბოლო მატჩისწინა ვარჯიში გუშინ ისრაელის დროით 19 საათზე ჩატარდა სტადიონ ბლუმფილდზე. ჩვენი გუნდი ამ უპრინციპულეს შეხვედრაზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე

მცველები: კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია, გურამ კაში

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე,  ზურაბ ხიზანიშვილი

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ოთარ მარცვალაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე

თემურ ქეცბაიამ ისრაელში არ წაიყვანა გოგიტა გოგუა. გავრცელებული ინფორმაციით ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მათ შორის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. 

კომენტარები