პირველი ოლიმპიური ლიცენზია ნინო სალუქვაძემ მოიპოვა

 სეულის 1988 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პეკინის 2008 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, კარიერაში მეშვიდედ მოახერხა ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე გამოსვლის უფლების მოპოვება.

დღეს გამთენიისას ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართულ მსოფლიო თასზე 10 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა 385 ქულა დააგროვა და ფინალში მეხუთე ადგილით შევიდა. სამაგიეროდ, უკვე ფინალურ ეტაპზე, ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა - 100.5 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად ლიცენზიაც აიღო. ლონდონის ოლიმპიური თამაშებისათვის ნინო სალუქვაძეს სამეულში შესვლაც ჰყოფნიდა.

ქართული სპორტის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია, აქამდე არცერთ სპორტსმენს არ აქვს 7 ოლიმპიადაში მონაწილეობა მიღებული. ის აქამდეც რეკორდსმენი იყო 6 ოლიმპიადით. ახლა კი საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა.

კომენტარები