საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2011 წლის ევროპის ერთა თასის უკანასკნელ შეხვედრას შაბათს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ამ თამაშს ქალაქ სოჭის სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
წელს ბორჯღალოსნებმა უკვე მოიპოვეს ევროპის ერთა თასი და ყოველგვარი სატურნირო ინტერესის გარეშე მიდიან რუსეთთან სათამაშოდ. გუნდმა შეკრება თბილისში გაიარა, სოჭისკენ კი ჩარტერული რეისით ხვალ დილით გაემგზავრება.
რაგბის ქართველი მოყვარულებისათვის ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რუსული მხარე არ აპირებს პირდაპირი რეპორტაჟის გაკეთებას. შესაბამისად, მატჩის ნახვა ვერც საქართველოში მოხერხდება. ერთა თასის თამაშებზე რუსეთში სატელევიზიო უფლებებს ფლობს ტელეკომპანია რტრ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ შეხვედრის ჩვენება არ უღირს. რუსეთისა და საქართველოს რაგბის კავშირების მონდომების მიუხედავად, ტელეკომპანიის ხელმძღვანელები ამ წუთებამდე უარს აცხადებენ პირდაპირი რეპორტაჟის უფლების ვინმესთვის მიცემაზე.
ამასობაში, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა უკვე ის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც რუსების წინააღმდეგ ითამაშებს. რუმინეთის მატჩისაგან განსხვავებით, გამოიცვალა ოთხი მოთამაშე. ტრავმირებული გია ლაბაძე შერკინების მესამე ხაზში გიორგი ჩხაიძემ ჩაანაცვლა. მის ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე ვიქტორ კოლელიშვილი დაჯდა. რუმინელებთან მარქაფაში მყოფი პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, საფრანგეთიდან ჩამოსულმა ვასილ კაკოვინმა შეცვალა. უკანა ხაზში ირაკლი ჩხიკვაძის მაგივრად სათადარიგოთა სკამზე ბექა ურჯუკაშვილია. თვითონ ჩხიკვაძე ნაკრებს ყოველი შემთხვევისათვის, როგორც 23-ე მოთამაშე ისე მიჰყვება.
აქამდე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებმა 14 შეხვედრა გამართეს. სლავებმა მხოლოდ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს, სოპოტში დაგვამარცხეს, 2002 წელს კი მატჩის ფრედ დასრულდა. 12 დანარჩენ დაპირისპირებაში ბორჯღალოსნებმა მოიგეს. სარეკორდო გამარჯვება ქართველებმა შარშან, ტრაბზონში გამართულ შეხვედრაში მოიპოვეს - 36:8.
საქართველოს ნაკრები:
15. ბესიკ ხამაშურიძე 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. თედო ზიბზიბაძე 11. ლექსო გუგავა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი) 8. მამუკა გორგოძე 7. შალვა სუთიაშვილი 6. გიორგი ჩხაიძე 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ლევან დათუნაშვილი 3. დავით ზირაქაშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე 1. დავით ხინჩაგიშვილი. სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი 17. ვასილ კაკოვინი 18. გია ნემსაძე 19. ვიქტორ კოლელიშვილი 20. ბიძინა სამხარაძე 21. ლაშა მალაღურაძე 22. ბექა ურჯუკაშვილი
რუსეთის ნაკრები:
15. იგორ კლუჩნიკოვი 14. ვასილი არტემეევი 13. მიხაილ ბაბაევი 12. იგორ გალინოვსკი 11. ვლადიმირ ოსტროუშკო 10. კონსტანტინ რაჩკოვი 9. ალექსანდ შაკიროვი 8. ვიაჩისლავ გრაჩოვი 7. ანდრეი ოსტრიკოვი 6. არტემ ფატახოვი 5. ანდრეი გარბუზოვი 4. ალექსანდრ ვოიტოვი 3. ივან პრიშეპენკო 2. ვლადისლავ კორშუნოვი (კაპიტანი) 1. სერგეი პოპოვი. სათადარიგოები: 16. ალექანდრ ხორკინი 17. ალექსეი ტრავკინი 18. ევგენი მატვეევი 19. ანდრეი ტემნოვი 20. ალექსანდრ იანუშკინი 21. იური კუშნარიოვი 22. ვიქტორ გრესევი