ქეცბაიას სია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 26 მარტს ხორვატიასთან გასამართი საკვალიფიკაციო შეხვედრისათვის გამოიძახა.

თბილისური მატჩისთვის თემურ ქეცბაიამ 23 მოთამაშეს უხმო. გამოძახებულია თითქმის ყველა ის ფეხბურთელი, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ბოლო პერიოდში აძლევდა თავის გამოჩენის შანსს.

ქეცბაიას 23-კაციანი არჩევანის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი)

მცველები: კახა კალაძე (კაპიტანი, ჯენოა, იტალია), კახა ალადაშვილი (ზესტაფონი) ზურაბ ხიზანიშვილი (რიდინგ, ინგლისი), ლაშა სალუქვაძე (ვოლგა, რუსეთი), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), გოგიტა გოგუა (ვოლგა, რუსეთი), ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ალექსანდრე გურული (კარპატი, უკრაინა)

თავდამსხმელები: დავით სირაძე (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი, ისრაელი), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია)

კომენტარები