ფეხბურთის ისტორიას უამრავი საინტერესო შემთხვევა ახსოვს. თუმცა ის, რაც არგენტინის ჩემპიონატის მეხუთე დივიზიონის შეხვედრაში ამ ცოტა ხნის წინ მოხდა, სამუდამოდ შევა სპორტის ისტორიაში.
ალბათ მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა რომ არსებობს ასეთი კლუბები - კლაიპოლე და ვიქტორიანო არენასი, რომ არა ერთი შემთხვევა. ამ გუნდების დაპირისპირებაში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 36 (!) წითელი ბარათი აჩვენა.
მასპინძლები 2:0 იგებდნენ. არენასის ფეხბურთელები კი მსაჯობით საშინლად უკმაყოფილოები იყვნენ. როგორც არგენტინული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან. მატჩის მთავარმა მსაჯმა, ვინმე დამიენ რუბინომ სტუმრების ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან. ერთ-ერთი არასპორტული საქიელის გამო.
ამის შემდეგ უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ, ვიქტორიანო არენასის ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნათ და ყველაფერი დიდ, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. ამ ამბავში, ერთმანეთის მიყოლებით, ორივე გუნდის ფეხბურთელები, სათადარიგოები და სამწვრთნელო შტაბებიც კი ჩაერია. როდესაც ადგილობრივმა გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ მათ მოთამაშეებს სტუმრები აშკარად ერეოდნენ, ისინიც შემოვარდნენ მოედანზე და უკვე ერთობლივად დასცხეს სტუმრებს. ამას უკვე სტუმარი გუნდის გულშემატკივრების შემოჭრაც მოჰყვა.
ერთი სიტყვით, თამაში საშინელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრა კი ჩაიშალა. საბოლოოდ, დიდი წვალების შემდეგ სამართალდამცავებმა მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა.
ამის შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა რუბინომ ოქმში ჩაწერა, რომ წითელი ბარათი მისცა - ორივე გუნდის ძირითად და სათადარიგო ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელთა შტაბს და სამედიცინო პერსონალსაც კი.
საერთო ჯამში, როდესაც ბარათები დაითვალეს აღმოჩნდა, რომ მშვიდობისმყოფელ რუბინოს 36 წითელი ბარათი დაურიგებია.