რეცეპტი

ქათამი ბასკურად

4 ულუფის მასალა 1  საშუალო ზომის ქათამი 150 გრ. ლორი 1 წითელი, 1 ყვითელი და 1 მწვანე ბულგარული წიწაკა 250 გრ. მწვანე ზეთისხილი 250 გრ. შავი ზეთისხილი 300 გრ. თეთრი ღვინო მარილი პილპილი ჯამში: 25 ლარი

მომზადების წესი:
დაჭერით ლორი წვრილ ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე ხუთი წუთი. გამზადებული ლორი გადაიღეთ ჭურჭელში, ხოლო ცხიმი შეინახეთ.
ქათამი მოათავსეთ ღუმელში (შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზეც), მოასხით ლორის ცხიმი და კარგად დაბრაწეთ.  
დაბრაწული ქათამი მოათავსეთ ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მოაყარეთ გამზადებული ლორი, წვრილად დაჭრილი სამივე ფერის ბულგარული წიწაკა, მწვანე და შავი ზეთისხილი, მოასხით თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთი.

 

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).

კომენტარები