საქართველოს 14 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქში რიგის თასზე ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა. ჰოლანდიურ ვიტესთან ფინალში ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველებმა 2:0 გაიმარჯვეს.
გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა გამართა და ოთხივე მოიგო: პოლონური იაგელონია - 3:0, ლატვიური შიაულიაი - 5:1, კიევი - 1:0 და კიევის დინამო - 2:0 დაამარცხა.
ნაკრები თბილისში გუშინ დაბრუნდა. დღეს კი მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა: „კარგი, საინტერესო და ლამაზი ტურნირი იყო. რიგის მერიამ ჩაატარა და ყველაფერი ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც ძალიან საინტერესო გახლდათ ეს შეჯიბრება. გვაინტერესებდა, როგორ შეეგუებოდნენ ბავშვები ამ ყველაფერს. ადვილი არაა, როდესაც ამ ასაკში მიდიხარ საზღვარგარეთ, სადაც უნდა იცხოვრო და ითამაშო კიდეც. მნიშვნელოვანი იყო გვენახა, ვინ როგორ წარმოაჩენდა თავს ასეთ სიტუაციაში. აქვე უნდა ითქვას, რომ გუნდი დისციპლინაში მოიკოჭლებდა. ამის გამოსასწორებლად უკვე ბევრი ვიმუშავეთ და კიდევ ბევრია გასაკეთები. არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ მშობლებისა და გუნდების მწვრთნელების მხრიდანაც.
რიგის ტურნირზე გამოდიოდნენ გუნდები, რომლებიც ჩამოყალიბებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა მატჩი კიევთან. ამ გუნდის ფეხბურთელები ძალიან უხეშობდნენ და ბიჭებს ტრავმებიც მიაღებინეს. ამის მიუხედავად მათი დამარცხება მოვახერხეთ. შემდეგ იყო ნახევარფინალი კიევის დინამოსთან და ბოლოს ფინალი ვიტესთან. საბედნიეროდ ყველა ეს მატჩი მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით.“
ტურნირის შეჯამების შემდეგ გოჩა ტყებუჩავამ ძველ პერიოდსა და ახალ დროებაზე ისაუბრა. იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მწვრთნელებისათვის და მოთამაშეებისათვის სამუშაო გარემო. რასაც სამომავლო გეგმებზე საუბარიც მოაყოლა: „ადრე ნამდვილად არ გვქონდა ასეთი ფუფუნება. მოგეხსენებათ ადრე 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი. იმ დონეზეც კი შესარჩევი ტურნირის დაწყებადე მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩის გამართვა შევძელით. ახლა სულ სხვა სიტუაციაა - 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვარ და უკვე ერთი საერთაშორისო ტურნირი ვითამაშეთ. 27 აპრილს კი დაიწყება შვედეთში გასამართი შეჯიბრება, რომელშიც ასევე მივიღებთ მონაწილეობას. წესით ის ტურნირი კიდევ უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს, ვიდრე რიგის იყო. მომავალ შეჯიბრებაში ჩვენთან ერთად ასეთი გუნდები ითამაშებენ: სტოკჰოლმის აიკი, ამსტერდამის აიაქსი, სალონიკის პაოკი, იტალიური მილანი, ლევერკუზენის ბაიერი, ორიც ფინური კლუბი - ჰიკი და ჰონკა. ამისათვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.“
ამის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩვენი და უცხოური კლუბები შეადარა ერთმანეთს: „იქაური კლუბები ყველანაირი თვალსაზრისით ჩვენზე ბევრად მაღლა დგანან. გინდა ინფრასტრუქტურული მხარე აიღეთ და გინდა სათამაშო. უკვე ჩამოყალიბებული გუნდებია, რომლებიც ზრდასრულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ ნაკრები ვიყავით და მოვიგეთ ეს რიგის ტურნირი, მაგრამ მეეჭვება რომელიმე ქართულ კლუბს იქ მსგავსი შედეგი მიეღო. ალბათ, ერთი თამაშის მოგებაც გაუჭირდებოდათ.“
შემდეგ ტყებუჩავამ მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების დამრიგებლის ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვები მოიყვანა - ერთ პოზიციაზე სულ ცოტა 10 თანაბარი ძალის ფეხბურთელი მყავს და არჩევანიც ყოველთვის დიდი მაქვსო. ეს სიტუაცია ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ ქართულ მდგომარეობას შეადარა: „წარმოიდგინეთ, ათი კი არა ერთ პოზიციაზე ხშირად 2-3 მეტნაკლებად თანაბარი ძალის ბავშვიც არ გვყავს. შეკრება ზუგდიდში ბაიას ბაზაზე გავიარეთ და იქ სამი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ - სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და აჭარის გაერთიანებულ ნაკრებებთან. სამწუხაროდ, შედეგი კატასტროფილი იყო, თამაშები ძალიან დიდი სხვაობით მოვიგეთ. ამანაც დაგვანახა, რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს რეგიონებში.“
ბოლოს ტყებუჩავამ ერთი საგანგებო განცხადება გააკეთა: „მინდა ყველა მშობელს, მათ ახლობლებსა და გუნდის მწვრთნელებს ვთხოვო. ცოტა სხვანაირად მოეპყრან ბავშვებს. ნუ აურევენ პატარებს მომავალს. პირიქით მათ სწორად აღზრდაზე იზრუნონ. ცადონ გაზარდონ დისციპლინირებული მოთამაშეები და ადამიანები. დიდ ფეხბურთს თუ ვერ ითამაშებენ კარგი მოქალაქეები მაინც დადგებიან. გთხოვთ ნურავინ ჩაერევა ჩვენი, მწვრთნელების საქმეებში და ნუ შეეცდებიან ბავშვებს აურიონ ტვინი. ამით მხოლოდ პატარებს დააზარალებენ და მათთვისვე იქნება ცუდი შედეგის მომტანი. ბევრი ვიფიქრე ეს მეთქვა თუ არა, მაგრამ აუცილებლად უნდა გველაპარაკა ამაზე. ესაა ქართული სპორტის მოურჩენელი სენი. საჭიროდ ჩავთვალე ამის შესახებ განცხადება გამეკეთებინა.“