რაგბი: ინგლისი ჩემპიონობას მიუახლოვდა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრებმა ლონდონში საფრანგეთისეროვნული გუნდი  17:9 დაამარცხა. წლევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვება ექვსი ერის ჩემპიონის ტიტულისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა და საბოლოოდ ეს მასპინძლებმა გააკეთეს.

ძალიან დაძაბულ შეხვედრაში პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. გუნდების დამრტყმელებმა ტობი ფლადმა (ნომერი 10) ინგლისიდან და დიმიტრი იაშვილმა (ნომერი 9) საფრანგეთიდან სამ-სამი ჯარიმა გაცვალეს. მეორე ტაიმში  მასპინძლებმა კარგი დაცვა ითამაშეს, მამლებს ქულა არ გააკეთებინეს, მათმა 15 ნომერმა ბენ ფოდენმა კი ამასობაში ლელოს დადება მოახერხა და  საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.

ამ მოგების შემდეგ ინგლისის ნაკრებს წლევანდელ ექვს ერზე სამი თამაშიდან სამი მოგება დაუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც მთავარია, ყველაზე ხარისხიან რაგბისაც თამაშობს. მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ბოლო წლების მანძილზე უდიდესი სამუშაო შეასრულა. ახლა მის გუნდს შანსი აქვს უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში პირველად მოიპოვოს ჩემპიონის ტიტული.

ასევე ძალიან დაძაბული გამოდგა ექვსი ერის მესამე ტურის დანარჩენი ორი შეხვედრაც. იტალიის ნაკრებმა დიდი ბრძოლა გაუმართა რომში უელსელებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 16:24.

საინტერესო და დრამატული გამოდგა კვირას ედინბურგში გამართული შოტლანდია-ირლანდიის ჯახი. ირნალდიელებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, თვითონ კი არცერთი არ გაუშვიათ. ამის მიუხედავად, მატჩის ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო ვის დარჩებოდა გამარჯვება. საბოლოოდ ირლანდიამ  21:18 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვეტერანი 10 ნომერი რონან ოჰარა გახდა, რომელიც წლევანდელ ექვს ერზე პირველად გამოჩნდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 11 ქულა - ერთი ლელო და სამი გარდასახვა იყო.

შაბათი, 26 თებერვალი

იტალია - უელსი 16:24

იტალია: 15. მაკლეინი 14. მასი (22. ბენვენუტი 73 წთ) 13. კანალე 12. სკარპი 11. მი. ბერგამასკო 10. ბარტონი (21. ორკერა 64 წთ)  9. სემენცატო (20. კანავოზიო 70 წთ) 8. პარისე (კაპ) 7. ბარბიერი (19. ვოსავაი 71 წთ) 6. ძანი 5. გელდენჰეისი 4. დელაპე (18. ბერნაბო 51 წთ) 3. კასტროჯოვანი 2. გირალდინი 1. პერუჯინი (17. ლოჩიჩერო 80 წთ) – 2 ლელო: კანალე, პარისე; 2 საჯარიმო: მი. ბერგამასკო

უელსი: 15. ბირნი 14. სტოდარტი 13. ჰუქი 12. რობერტსი 11. შ. ვილიამსი 10. სტ. ჯოუნსი 9. ფილიპსი 8. რ. ჯოუნსი 7. ვორბარტონი 6. ლიდიატი 5. ა.ვ. ჯოუნსი 4. ბ. დევისი 3. მიჩელი 2. რისი (კაპ) (16. ჰიბარდი 77 წთ) 1. ჯეიმსი - 2 ლელო: სტოდარტი, ვორბარტონი; 1 გარდასახვა: სტ. ჯოუნსი; 3 საჯარიმო: სტ. ჯოუნსი; არეკნი: ჰუქი

ინგლისი - საფრანგეთი 17:9

ინგლისი: 15. ფოდენი 14. ეშტონი 13. თინდოლი (კაპ) 12. ჰაპე (22. ბანაჰანი 76 წთ) 11. კუეტო 10. ფლადი (21. ვილკინსონი 50 წთ) 9. იანგსი (20. კარი 64 წთ) 8. ისტერი 7. ჰასკელი 6. ვუდი 5. პალმერი 4. დიკონი (18. შოუ 70 წთ) 3. კოული (19. ფური 76 წთ) 2. ჰარტლი (16. ტომპსონი 66 წთ) 1. შერიდანი (17. კორბისიერო 22 წთ) - ლელო: ფოდენი; გარდასახვა: ფლადი; 4 საჯარიმო: ფლადი 3, ვილკინსონი 1

საფრანგეთი: 15. პუატრენო (21. ტრაი 51 წთ) 14. იუჟე 13. რუჟერი 12. ჟოზიონი 11. კლერკი 10. ტრინ-დიუკი (22. პალისონი 66 წთ) 9. იაშვილი (20. პარა 61 წთ)  8. შაბალი (19. ბონერი 50 წთ) 7. არინორდოკი 6. დუზატუარი (კაპ) 5. ნალე 4. პიერე (18. ტიონი 61 წთ) 3. მა 2. სერვა (16. ჟირადო 75 წთ)1. დომინგო (17. მარკონე 59 წთ) – 3 საჯარიმო: იაშვილი

კვირა, 27 თებერვალი

შოტლანდია - ირლანდია 18:21

შოტლანდია: 15. პატერსონი 14. ვოკერი (22. დენიელი 73 წთ) 13. დელუკა 12. შ. ლამონტი 11. ევანსი 10. ჯეკსონი (21. პარკსი 54 წთ) 9. ბლერი (20. რ.ლოუსონი 60 წთ) 8. ბიტი (დროებითი შეცვლა 17. კროსი 45 წთ, 19. ვერნონი 54 წთ) 7. ბარკლი (18. ჰაინსი 66 წთ)  6. ბრაუნი 5. კელოკი (კაპ) 4. გრეი 3. ლოუ (17. კროსი 65 წთ) 2. ფორდი (16. ს. ლოუსონი 54 წთ) 1. ჯაკობსენი (სინბინი 44 წთ) – 5 საჯარიმო: პატერსონი 4, პარკსი 1; არეკნი: პარკსი )

ირლანდია: 15. ფიცჯერალდი 14. ბოუ 13. ოდრისკოლი (კაპ) 12. დარსი 11. ერლსი 10. ოჰარა (21. სიქსტონი 67 წთ) 9. რედენი (20. სტრინგერი 60 წთ) 8. ჰისლიპი 7. დ. ვოლასი (19. ლიმი 60 წთ) 6. ობრაიანი 5. ოკონელი 4. ოკალაჰანი (18. კალენი 66 წთ) 3. როსი (17. კორტი 70 წთ) 2. ბესტი (16. კრონინი 60 წთ) 1. ჰილი - 3 ლელო: ჰისლიპი, ოჰარა, რედენი; 3 გარდასახვა: ოჰარა

კომენტარები