კობიმ და დასავლეთმა ვარსკვლავურად გაიმარჯვეს

კობი ბრაიანტი კარიერაში მეოთხედ გახდა ყველა ვარსკვლავის შეხვედრის MVP. დასავლეთმა აღმოსავლეთი 148:143 დაამარცხა და საიუბილეო, მესამოცე All Star-ში გამარჯვებაც ჩაიწერა. ლოს ანჯელესის სტეიპლზ ცენტრში შეკრებილმა მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა - კალიფორნიელთა კერპმა 37 ქულა და 14 მოხსნა გაიფორმა.

აღმოსავლეთიდან ყველაზე მეტს ლებრონ ჯეიმსი ეცადა. ის მეორე კალათბურთელი გახდა NBA-ს ისტორიაში, ვინც ყველა ვარსკვლავის შეხვედრისას სამმაგი დუბლის გაკეთება შეძლო - 29 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი. ამის მიუხედავად, ლებრონი მაინც წაგებული დარჩა.

უქმეების უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე კი სტეიპლზ ცენტრში ერთი წლის სტაჟის მქონე კალათბურთელები ორი წლის სტაჟიანებს დაუპირისპირდნენ. დებიუტანტებმა 148:140 გაიმარჯვეს. მათ რიგებში მოთამაშე ვაშინგტონ უიზარდსის გამთამაშებელმა ჯონ ვოლმა კი ყველაზე სასარგებლო მოთამაშისათვის განკუთვნილი პრიზი მიიღო. ამასთან ერთად, ახალი რეკორდიც დაამყარა 22 შედეგიანი გადაცემით.

შაბათს ლოს ანჯელესში სხვადასხვა კონკურსების დღე იყო. ამ დღეს ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად და მათი დამსახურებით კლიპერსის ფორვარდმა ბლეიქ გრიფინმა ჩატენვების კონკურსი მოიგო. ბოლო ნახტომით ის მანქანასაც გადაახტა და ბურთი კალათში ისე მოათავსა. ფინალში მის წინააღმდეგ ჯაველ მაკგი იბრძოდა.

სამქულიანები საუკეთესოდ მაიამი ჰიტის მსროლელმა ჯეიმს ჯოუნსმა ისროლა და ფინალში გასულ ბოსტონ სელტიქსის კალათბურთელებს პოლ პირსსა და რეი ალენს ჯობა.

ვარსკვლავების სროლის კონკურსში საუკეთესოები ატლანტელები გამოდგნენ. ელ ჰორფორდმა, კოკო მილერმა და სტივ სმიტმა სხვა მოწინააღმდეგეები დაჯაბნეს და ტიტული ჯორჯიაში წაიღეს.

ყველაზე კარგი საკალათბურთო უნარჩვევები გოლდენ სტეიტის გამთამაშებელს, სტივენ კერის აღმოაჩნდა. ამ კონკურსში მან შარშანდელი ჩემპიონი კრის პოლიც კი დაჩაგრა.

დასავლეთი - აღმოსავლეთი 148:143 (37:27, 39:37, 41:36, 31:43)

დასავლეთი

სასტარტო ხუთეული: კრის პოლი - 10 ქულა, 7 პასი (ნიუ ორლეან ჰორნეტსი), კობი ბრაიანტი - 37 ქ. 14 მოხსნა (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), კევინ დიურანი - 34 ქულა (ოკლაჰომა სიტი), კარმელო ენტონი - 8 ქ. 7 მ. (დენვერ ნაგეთსი), ტიმ დანკანი - 2 ქ. (სან ანტონიუ სპურზი)

სათადარიგოები: მანუ ჯინობილი - 7 ქ. 5 პ. (სან ანტონიო სპურზი), პო გასოლი - 17 ქ. 7 მ. (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), ბლეიკ გრიფინი - 8 ქ. 5 მ. 5 პ. (ლოს ანჯელეს კლიპერსი), კევინ ლავი - 2 ქ.  (მინესოტა ტიმბერვულვზი) დირკ ნოვიცკი - 6 ქ. 5 მ. (დალას მევერიქსი), რასელ უესტბრუკი - 12 ქ. 5 მ. (ოკლაჰომა სიტი), დერონ უილიამსი - 5 ქ. 7 პ. (იუტა ჯაზი)

აღმოსავლეთი:

სასტარტო ხუთეული: დერეკ როუზი - 11 ქ. 5 პ. (ჩიკაგო ბულსი), დუეინ უეიდი - 14 ქ. (მაიამი ჰიტი), ლებრონ ჯეიმსი - 29 ქ. 12 მ. 10 პ. (მაიამი ჰიტი), ამარე სტაუდმაიერი - 29 ქ. 6 მ. (ნიუ იორკ ნიქსი), დუაიტ ჰოვარდი - 5 ქ. 7 მ. (ორლანდო მეჯიქი)

სათადარიგოები: რეი ალენი - 12 ქ. (ბოსტონ სელტიქსი), კევინ გარნეტი - 4 ქ. 5 მ.  (ბოსტონ სელტიქსი), კრის ბოში - 14 ქ. 5 მ. (მაიამი ჰიტი), ელ ჰორფორდი - 2 ქ.  (ატლანტო ჰოუქსი), ჯო ჯონსონი - 11 ქ. (ატლანტა ჰოუქსი), პოლ პირსი - 6 ქ.  (ბოსტონ სელტიქსი), რაჯონ რონდო - 6 ქ. 8 პ. (ბოსტონ სელტიქსი)

ჩატენვების კონკურსი

ბლეიქ გრიფინი

სამქულიანების კონკურსი

ჯეიმს ჯოუნსი

საკალათბურთო უნარჩვევები

სტივენ კერი

ვარსკვლავების სროლის კონკურსი

ატლანტა - ალ ჰორფორდი, კოკო მილერი, სტივ სმიტი

კომენტარები