1983. 27 ნოემბერი. ნიუ იორკი. სტუდია The Factory. 9:30.
ფრენს უილიამსი აივანზე გადის, ისწორებს თმას, პერანგზე ზედა ღილს იხსნის. ღილი წყდება. პერანგი... რა უაზრობაა. ის თავისი მეგობრის ნდობას კარგავს და პერანგზე ფიქრობს? აღარ ნერვიულობს. ფრენსი ერთი საათის წინ ნერვიულობდა, როდესაც სტუმარი დათქმულ დროს არ გამოცხადდა.
დიდ ჰოლში უილიამსის მეგობარი ტილოს მტვერს აშორებს. საყვარელი ქალივით ეფერება, სულს უბერავს, კიდევ ერთი შედევრისთვის ამზადებს. კარგი იქნება, თუ ფრენსის ნაცნობი მალე გამოჩნდება. საერთოდ, გამოჩნდება? 8:30 ერთი საათის წინ იყო და სტუდიაში ახალი არავინ შემოსულა. მხოლოდ რამდენიმე მტრედი ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე. მტრედებს The Factory ყოველთვის იზიდავდა. ალბათ, ერთხელ ტილოზე ამ უსაქმური, მფრინავი ბალასტის გადატანასაც შეძლებს. თუ დღევანდელ მოლოდინს გადაიტანს.
კარზე აკაკუნებენ. ფრენსი აივნიდან დიდ ნახტომს აკეთებს. პერანგით გამოედო პატარა, ზალცბურგიდან ჩამოტანილ ურდულს. აი, მეოთხე პერანგიც გამოსაცვლელია. ფრენსი კართან მიფრინდა, მეგობრის ქუდით სახიდან ოფლი მოიწმინდა და შუშის კარი გამოაღო.
– ფრენს, მაპატიე, კარგი? თუ ენდის ჩემი დანახვა არ სურს, გავიგებ, გესმის? ნებისმიერ შემთხვევაში, მაპატიე რა...
– შემოდი... თქვენ მაპატიეთ. სავარძელში ჩამეძინა (აუუ, რა უაზრობას ვამბობ?!), პერანგის გამოცვლა ვერ მოვასწარი.
ფრენსმა სტუმარი ჰოლში შეიყვანა. იქ ყველაფერი მზად არის. დაბალ, შუშის მაგიდაზე ნუშის ლიქიორი, სამი ჭიქა, პატარა ლარნაკზე დაყრილი შოკოლადის ბურთები, ხერესი.
– უეინ, გაიცანი, ჩემი მეგობარი, ენდი უორჰოლი. ენდი, გაიცანი, უეინ გრეცკი.
...რთული, დამღლელია სტატისტიკასთან მეგობრობა. შენი დახასიათებისას ჯერ ყოველთვის სტატისტიკას გაიხსენებენ და შემდეგ, ორ-სამ სიტყვას შენზეც იტყვიან. სტატისტიკურად, სტატისტიკური გენიოსები ჟურნალისტებისთვის პიროვნულად სულ სტატისტები არიან.
NHL გახდა ერთი ცქმუტუნა კანადელი ვაჟიშვილის, უკბილო, აუტანელი და თავხედი რუსის, შვედი ბუღალტერის და სხვა, პატარა ელემენტების ლიგა. ეს დროებითია. ჩემთვის NHL სულ ერთი ზრდილობიანი, ელეგანტური, საინტერესო ახალგაზრდაა.
NHL = უეინ გრეცკი.
უეინ გრეცკი = 50.
50 = 50
894 შაიბა, 1 963 პასი, 2 857 ქულა, 60 ინდივიდუალური რეკორდი. ეს სულ გრეცკია და The Great One 50 წლის გახდა.
26 იანვარს გრეცკი 50 წლის გახდა.
გრეცკი ჰოკეიში ისეთივე ელჩი იყო, როგორც ლარი და მეჯიქი კალათბურთში. გრეცკი ოპონენტის მეკარის ზონაში შედიოდა და თავის ოფისს ხსნიდა. იღებდა ფუნჯს, გადაავლებდა თვალს აკვარელს და ტილოზე პირველი კონტურის დატანა იწყებოდა. ფერებს თითქმის სულ თვითონ არჩევდა. გრეცკი ხედავდა იმ ბილიკს, რომელზეც მარკ მესიეს, იარი კურის, გლენ ანდერსონს, პოლ კოფის უნდა გაევლოთ, მაგრამ სხვებისთვის ეს ბილიკი არ ჩანდა. მეკარის უკან ინთებოდა წითელი შუქი, დამღლელი სირენა 20 წამით კივილს იწყებდა და ყველა ხვდებოდა, რომ გრეცკიმ კიდევ ერთი შედევრი შექმნა, შედევრი სხვისთვის და რუტინა უეინისთვის. ის აკეთებდა იმას, რაც იცოდა. მშვიდად აბარებდა ოფისის გასაღებს დაცვის თანამშრომელს, თავაზიანად ემშვიდობებოდა ყველას და ოფისიც იკეტებოდა.
გრეცკის კარიერაში ყველაზე დიდი დღის გახსენება სთხოვეს. უეინი ჩაფიქრდა, კეთილ სახეზე ღიმილმა გადაურბინა და მოგონებების მარანი გახსნა.
უეინი იხსენებს 1999 წლის 18 აპრილს. გრეცკის ბოლო მატჩი NHL-ში. მედისონ სკვერ გარდენში უეინის რეინჯერსმა ოვერტაიმში 1:2 წააგო პიტსბურგთან.
უეინი რამდენიმე წამით დაფიქრდა. იმ წამებში დეტალურად, ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებამდე აღიდგინა 18 აპრილი. გაიხსენა, 8 წლის ასაკში ყინულზე რომ შესრიალდა და მეზობელმა, 14 წლის ბრედ მაკარტურმა აგურით მარვენა მაჯა გაუტეხა. უეინი თაბაშირის დადების დროს ტიროდა. რამდენიმე დღეში, მაკარტურს გრეცკის ძმაკაცმა საკუთარ სადარბაზოსთან თავი ტაფით გადაუხსნა. ტიროდა მაშინაც, როდესაც NHL-ს 18 აპრილს ყველაფრისთვის მადლობას უხდიდა და დასამშვიდობებლად, ხელის გაწოდება ერიდებოდა.
გაიხსენა მშობლები, დედა ფილისი და მამა, უოლტერი. ფილისს უეინის დაბადების დღეს მარჯვენა მკერდი მოკვეთეს. მამამ სამჯერ დაკარგა სამსახური, მაგრამ უეინს სითბოს, ყურადღების, სიყვარულის პლედს აფარებდა და ბედნიერი იყო. ფილისი და უოლტერი 18 აპრილსაც ბედნიერები იყვნენ. მათმა უეინმა გაიარა გზა და ის გზა დამთავრდა. დაკაწრული ციგურებიდან უეინი ერთხელაც ჩამოყრის ყინულის მტვერს და წავა.
38 წლის გრეცკისთან მისრიალდა მარკ მესიე. მოიხსნა ხელთათმანი, უეინს მხარზე დაადო ხელი და თვალებში ჩახედა. დარბაზში სიჩუმეა. ისმის მარკის და უეინის გულისცემა. მესიემ ბავშვობის მეგობარს სამახსოვროდ იმ მატჩის შაიბა გადასცა. უეინი ისევ ატირდა. როგორც მაშინ, 8 წლის რომ იყო და მოტეხილ მაჯაზე თაბაშირს ადებდნენ. მაშინ, 8 წლის მარკ მესიემ მაკარტური კინაღამ მოკლა.
მარკმა ხმა ვეღარ ამოიღო, სახეზე ჩაფხუტი აიფარა და უეინს მიკროფონი გადასცა. გრეცკი ხმას არ იღებს. გადის ერთი წუთი. დარბაზში სიჩუმეა. უეინიც იხსნის ჩაფხუტს და მიკროფონს მარკს უბრუნებს. ყინულზე გადიან ფილისი და უოლტერი. უეინი უახლოვდება მშობლებს, მამას მხარზე ხელს ადებს, თვალებზე კოცნის დედას. 38 წლის გრეცკი ისევ ის, 8 წლის ბავშვია, რომელიც ყინულზე ყველაფერს შიფრავდა და ვერ გაშიფრა ბოლო, გამოსათხოვარი მომენტის ემოცია, სითბო. ვერაფერი ვერ გაშიფრა. უბრალოდ, წავიდა.
...ენდი უორჰოლმა დაასრულა მუშაობა.
– უეინ, ფრენსისგან ვიცოდი, რომ პუნქტუალური ახალგაზრდა ბრძანდებით. მაპატიეთ, თუ უტაქტოდ ვიქცევი, მაგრამ რატომ დაიგვიანეთ?
– მაინც არ დამიჯერებთ...
– ???
– სასტუმროს ლიფტში ორი პოლიციელი შემოვიდა. დაიწყეს ჰოკეიზე საუბარი. ერთ-ერთმა დაიწუწუნა, დღეს საღამოს მედისონში ვართ, რეინჯერსი ედმონტონს ხვდება და იმ ბიჭმა შაიბა რომ ვერ გაიტანოს, აზრზე ხარ, ნიუ იორკში რა ამბები იქნებაო?
– თქვენზე საუბრობდნენ?
– დიახ, ჩემზე. ბოდიში მოვუხადე, საკუთარი თავი გავაცანი. ბოლომდე არ იჯერებდნენ, რომ მართლა უეინ გრეცკი ვიყავი. შევპირდი, დღეს ნიუ იორკი მშვიდად დაიძინებს-მეთქი. გავისაუბრეთ, ყვანჯზე ავტოგრაფი დავუტოვე და დამაგვიანდა. ასე რომ, ენდი, რამდენიმე საათში მინიმუმ, ერთი შაიბა უნდა გავიტანო.
იმ დღეს ენდი უორჰოლმა გრეცკის ექვსი პორტრეტი დახატა. უეინ გრეცკიმ რეინჯერსს ორი შაიბა გაუტანა. გრეცკიმ ის შაიბა უორჰოლს აჩუქა. ნიუ იორკში სიმშვიდე იყო. ყოველ შემთხვევაში, რეინჯერსის ფანები მშვიდად იყვნენ. გრეცკის ოფისიც დაიხურა. ფრენს უილიამსს მეხუთე პერანგი აღარ გაუფუჭებია.