რაგბი: საქართველომ ხუთიანი მიიღო

ევროპის  ერთა თასის 2011 წლის გათამაშება რაგბიში გუშინ სამი შეხვედრით გაიხსნა. თბილისში საქართველოს ნაკრებმა უკრაინა 62:3 დაამარცხა, პორტუგალიაში მასპინძლებმა რუმინელებს აჯობეს 24:17, ესპანეთში კი რუსეთის ნაკრებმა მოახერხა გამარჯვება 28:24.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ლიდერობს. მოგების 4 ქულას, ერთი პრემიალურიც დაემატა 4-ზე მეტი ლელოს გატანისთვს. 4-4 ქულა აიღეს გამარჯვებისთვის პორტუგალიის და რუსეთის ნაკრებებმა. მათ მიერ დამარცხებულმა რუმინეთმა და ესპანეთმა კი 1-1 ქულა მიიღეს 7 ქულით და უფრო ნაკლებით წაგებისათვის.

ბორჯღალოსნებმა უკრაინის ნაკრებთან შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და მატჩში 62:3 გაიმარჯვეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენს გუნდს პრობლემა წამითაც არ შექმნია.

მატჩის პირველივე წუთებში ლელო პირველხაზელმა, ორმა ნომერმა ირაკლი ნატრიაშვილმა დადო, რომელიც მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა. საერთო ჯამში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ათი ლელო დაუმიწეს და 6 გარდასახეს.

სადებიუტო შეხვედრა ლელოთი აღნიშნა ახალგაზრდა ბექა ურჯუკაშვილმა, რომელიც რიჩი დიქსონმა მეორე ტაიმში 15 ნომრის პოზიციაზე შემოუშვა და მანაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

მთლიანობაში კი უნდა ითქვას, რომ ბორჯღალოსნების მიერ გატანილი 10 ლელოდან 3 შერკინების მოთამაშეებმა დადეს, 7 კი უკანა ხაზის ანგარიშზე მოდიოდა.

შემდეგი თამაში საქართველოს ნაკრებს მომავალ შაბათს აქვს ისევ თბილისში, ამჯერად ესპანეთის ნაკრებთან. ის მატჩიც მიხეილ მესხზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

საქართველო - უკრაინა 62:3

საქართველოს ნაკრები: 15. ბესიკ ხამაშურიძე ( ბექა ურჯუკაშვილი 47 წთ) 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. ირაკლი გიორგაძე 11. ლექსო გუგავა (ირაკლი აბუსერიძე 67 წთ) 10. მერაბ კვირიკაშვილი (ლაშა მალაღურაძე 73 წთ) 9. ბიძინა სამხარაძე 8. ბესო უდესიანი (ზვიად მაისურაძ 38 წთ) 7. გიორგი ჩხაიძე 6. გია ლაბაძე (ვახტანგ მაისურაძე 47 წთ) 5. შალვა სუთიაშვილი 4. ლევან დათუნაშვილი 3. დავით ზირაქიშვილი (კაპიტანი) 2. ირაკლი ნატრიაშვილი (ჯაბა ბრეგვაძე 47 წთ) 1. დავით ხინჩაგაშვილი (ვასილ კაკოვინი 61 წთ)

10 ლელო: ნატრიაშვილი, სამხარაძე, გუგავა, მაჩხანელი, ზირაზაშვილი, კაჭარავა 2, ურჯუკაშვილი, აბუსერიძე, ჩხაიძე

6 გარდასახვა: კვირიკაშვილი 5, მალაღურაძე 1

უკრაინის ნაკრები: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო 14. სერგი მონასტიროვი 13. სერგი გარკაევი (ანდრი გოლიშჩევი 56 წთ) 12. პავლო მასიუკოვი 11. ოლეგ კოსარევი 10. სერგი ცერკოვნი (დენის მასიუკოვი 41 წთ) 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი 8. ოლექსანდ ცაპენკო 7. ოლექსანდ ლომაკინი 6. ბოგდან ვოლოშინი (ოლექი ნოვოკრაშჩენოვი 47 წთ)  5. რომან კულაკიევსკი 4. ვიაჩისლავ კრასილნიკი 3. ივან ზალიზნიაკი (მიკოლა ოლექსანდრიუკი 41 წთ) 2. მიკოლა კირსანოვი (ოლექსანდ პოლიანსკი 41 წთ)  1. სერგეი სუხიხი (ევგენი ჩაიკა 56 წთ)

ჯარიმა: კოსარევი

კომენტარები