რუსეთში საქართველოს მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გამოკითხულთა 3 პროცენტს აქვს. ამის შესახებ იური ლევადას ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, რომელიც ანალიტიკურმა ცენტრმა 21-24 იანვარს ჩაატარა, საქართველოს მიმართ ძირითადად კარგი დამოკიდებულება გამოკითხულ რესპონდენტთა 36 პროცენტს აქვს, ხოლო ძირითადად ცუდი – 33 პროცენტს. კვლევაში მონაწილე 1600 მოქალაქის 13 პროცენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 15 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს მიმართ ”ძალიან ცუდად” განწყობილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ორი პროცენტით შემცირდა, ხოლო ”ძალიან კარგად” განწყობითა რიცხვი ერთი პროცენტით გაიზარდა.
ლევადა ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ხუთი პროცენტია ძალიან კარგად განწყობილი აშშ-ს მიმართ, ხოლო ევროკავშირის მიმართ ეს ციფრი 6 პროცენტით განისაზღვრა. ბელორუსისა და უკრაინის მიმართ ძალიან კარგად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ კი 9 და 7 პროცენტი შეადგინა.
გამოკითხვა იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა.