ენერგოკრიზისის არტი: მამუკა ჯაფარიძისა და ანთეა ნიკოლსონის ვიდეოარტები

 მართალია ეს სამი ვიდეო 2001–2002 წლებშია გადაღებული, მაგრამ მაინც ”90-იანი წლების არტქრონიკებში” მოხვდა. ალბათ იმიტომ, რომ მათი ავტორები - მამუკა ჯაფარიძე და ანთეა ნიკოლსონი მსგავს ნამუშევრებს 90-იანი წლების დასაწყისიდან ქმნიდნენ. კონცეპტუალურ ნამუშევრებში თავიდანვე სწორედ ადგილის ეტიმოლოგიაზე, მასალის ფაქტურის შესაძლებლობებზე (მაგალითად, თერმოსენსორული ქაღალდი) თუ ნამუშევრის ინტერაქტიულობაზე აკეთებდნენ აქცენტს.

ინგლისელი არტისტი - ანთეა ნიკოლსონი, ერთ-ერთი პირველია დასავლელ არტისტთაგან,  რომელმაც ”პერესტროიკის” შემდგომი პერიოდის ქართული არტ-სივრცე აღმოაჩინა და  ამ სივრცეში კოლაბორაციული ნამუშევრები შექმნა. (თანამშრომლობა დღემდე გრძელდება)

კომენტარები