მასალა (სოუსი)
160 დაჭრილი ხახვი
3 ს/კ ბოსტნეულის ზეთი
1 კბილი ნიორი
250 მლ. ქათმის ბულიონი
250 გრ. პომიდორი
1 ჩ/კ დაჭრილი წიწაკა
1/2 ჩ/კ დაფქული წიწაკა და
კაკაოს ფხვნილი 70 გრ. მიწისთხილის კარაქი 50 გრ. შავი შოკოლადი 1/4 ჩ/კ დაფქული დარიჩინი 1 ჩ/კ დაჭრილი ქინძი მასალა(ქათმის ბარკლები) 8 ცალი ქათმის ნაჭერი ძვლიანად 2 კბილი ნიორი 1 1/2 დაფქული პაპრიკა 1 ჩ/კ მარილი 1 ჩ/კ პილპილი 15 ჩ/კ ბოსტნეულის ზეთი

სოუსის მომზადების წესი
ზეთში მოშუშეთ ხახვი შერბილებამდე, დაამატეთ ნიორი და მწვანე წიწაკა, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთი. შეურიეთ ქათმის ბულიონი, პომიდორი, დაფქული წიწაკა, მიწისთხილის კარაქი, კაკაო, შოკოლადი, დარიჩინი და წამოადუღეთ 8 წთ. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ქინძი გემოვნებით. სოუსი შეგიძლიათ დააბლენდეროთ.
ქათმის ბარკლების მომზადების წესი:
შეურიეთ მარილი, პილპილი, ნიორი და ზეთი და დაამარინადეთ ქათმის ნაჭრები ამ მასაში 15 წთ. ბარკლები მოათავსეთ ზეთმოსხმულ ცეცლგამძლე ჭურჭელში და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთი ან დაბრაწვამდე.
თეფშზე დაალაგეთ ქათმის ნაჭრები, მოასხით შოკოლადის სოუსი და მიირთვით ბრინჯთან ერთად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).