სლოვენია - საქართველო: თემურ ქეცბაიას რჩეულნი

თემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია
 საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს, სლოვენიის ქალაქ კოპერში მასპინძლებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელები დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ძაძამია (ვიტ ჯორჯია)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზმეტანი, რუმინეთი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), ლევან კაკუბავა (დინამო), კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი, ინგლისი), დავით კვირკველია (სიბირი, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი, ზაალ ელიავა, გიორგი ონიანი (ყველა ზესტაფონი), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), თენგიზ ჩიკვილაძე (ტორპედო)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი), სანდრო გურული (კარპატი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი, კახა ალადაშვილი (ორივე ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე (ორივე ვიტ ჯორჯია), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი), მათე ვაწაძე (დინამო), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია)

თემურ ქეცბაია ამ ფეხბურთელებიდან სავარაუდოდ, 22 საუკეთესოს შეარჩევს.

ნაკრები სლოვენიაში სამშაბათს, 16 ნოემბერს ჩარტერული რეისით გაემგზავრება.


კომენტარები