რეცეპტი

ღორის ხორცის მედალიონები ჟოლოს სოუსში

 

ღორის ხორცი დაჭერით მედალიონებად. მოასხით 50 გრ. ზეითუნის ზეთი, 50 გრ. კონიაკი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააჩერეთ 20 წუთი (მარინადი შეინახეთ). 

ტაფა კარგად გააცხელეთ და მედალიონები შეწვით ორივე მხარეს ისე, რომ დაიბრაწოს. შემწვარი ხორცი მოათავსეთ თუჯის ქვაბში ან ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ხორცს მოასხით შენახული მარინადი და ჭურჭელი შედგით  200 გრადუსზე  წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 15 წუთი.

2 ულუფის მასალა: 150 გრ. ჟოლო 150 გრ. კონიაკი 100 გრ. ვუსტერის სოუსი 1 ლიმონი 1 როზმარინის ფოთოლი 1 ჩაის კოვზი თაფლი 50 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი წიწაკა ჯამში 45 ლარი

აიღეთ ახალი ტაფა, ჩაასხით 50 გრ. კონიაკი, 50 გრ. ვუსტერის სოუსი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი როზმარინის ფოთლები და დააწურეთ ერთი ლიმონი. პილპილი მოაყარეთ გემოვნებით. წამოადუღეთ.

შემწვარ მედალიონებს მოასხით ჟოლოს სოუსი და მიირთვით ცხლად.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 

პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 

ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , 

 

 

 

 

კომენტარები