ონლაინ მოქცევაჲ ქართლისაჲ

ზაფხუ­ლის მშვი­დი სა­ღა­მოს მყუდ­რო­ე­ბას მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რის ქუ­ლე­რის ზუ­ზუ­ნი არ­ღ­ვევს. მო­ნი­ტორ­ზე ამომ­ხ­ტარ პა­ტა­რა ფან­ჯა­რა­ში ჩანს, რო­გორ იქა­ჩე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი­დან ძნე­ლად სა­შოვ­ნი ფილ­მი. გად­მო­წე­რის პროგ­რე­სის მწვა­ნე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნე­ლა, მაგ­რამ და­ბე­ჯი­თე­ბით მი­ცო­ცავს ბო­ლოს­კენ. უეც­რად, 95%-ზე ის წა­მით იყი­ნე­ბა, შემ­დეგ კი სა­მუ­და­მოდ ჩერ­დე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტი ისევ გა­ი­თი­შა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზის მე­ო­რე ბო­ლო­დან ინ­ტერ­ნეტ­პ­რო­ვა­ი­დე­რის მო­რი­გე ოპე­რა­ტო­რი მშვი­დი ხმით გა­უწყებს, რომ ეს კავ­ში­რის დრო­ე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბია და გპირ­დე­ბა, რომ სა­ღა­მოს გა­მოს­წორ­დე­ბა, მაგ­რამ რო­მელ სა­ღა­მოს, ამას არ აკონ­კ­რე­ტებს.
ვი­საც ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­პ­რო­ვა­ი­დე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნი­ა, მის­თ­ვის მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია უცხო არ იქ­ნე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტი ზოგ­ჯერ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი წყდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით არას­ტა­ბი­ლუ­რია „გლობალური” კავ­ში­რი, რო­მე­ლიც არა­ქარ­თუ­ლი რე­სურ­სე­ბის წვდო­მას უზ­რუნ­ველ­ყოფს.
მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა დიდ ნა­წილს კავ­ში­რის შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში პრო­ვა­ი­დერ­თან და­რეკ­ვის სურ­ვი­ლიც აღარ აქვს. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი და უსარ­გებ­ლო პა­სუ­ხის მო­სას­მე­ნად სა­ტე­ლე­ფო­ნო რიგ­ში ათი წუ­თის გა­ტა­რე­ბა ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის­კენ გი­ბიძ­გებს. იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­დე­საც პრო­ვა­ი­დერს მა­ინც უკავ­შირ­დე­ბი, წყვე­ტას ხან სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზე­ბის და­ბალ ხა­რისხს, ხა­ნაც უამინ­დო­ბას აბ­რა­ლე­ბენ.
ქსე­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის, გი­ორ­გი ზღუ­ლა­ძის თქმით, ძვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზე­ბი მარ­თ­ლაც ხდე­ბა ხოლ­მე შე­ფერ­ხე­ბე­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა, ხში­რად მი­ზე­ზი პრო­ვა­ი­დე­რის აპა­რა­ტუ­რაც არის. რა­კი ამის გა­და­მოწ­მე­ბა მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა. რო­გორც თბი­ლი­სის ფო­რუ­მის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ამ მი­ზეზს ბო­ლო წლებ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ხა­ზე­ბის აბო­ნენ­ტებ­საც უსა­ხე­ლე­ბენ.
სტა­ბი­ლუ­რო­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­პ­რო­ვა­ი­დე­რე­ბი და­პი­რე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხ­შიც მო­ი­კოჭ­ლე­ბენ. ერ­თ­-ერ­თი პა­კე­ტის აღ­წე­რა მომ­ხ­მა­რე­ბელს წამ­ში 8 მე­გა­ბიტს ჰპირ­დე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ურ ქსე­ლებ­ში. ეს საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ მა­ღა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის HDTV ფილმს წყვე­ტის გა­რე­შე, „რეალურ დრო­ში” უყუ­რო. მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გად­მო­წე­რის სიჩ­ქა­რე ხში­რად და­პი­რე­ბუ­ლის ნა­ხე­ვარ­საც ვერ აღ­წევს. თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე შეხ­ვ­დე­ბით სიჩ­ქა­რის შემ­მოწ­მე­ბე­ლი სა­ი­ტის (speedtest.net) ტეს­ტე­ბის შე­დე­გებს, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სიჩ­ქა­რე 5 მე­გა­ბი­ტი­ა, გლო­ბა­ლუ­რი კი 0.7-დან 2.7-მდე მერ­ყე­ობს.
და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, იმის მა­გივ­რად, რომ კონ­ტ­რაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ზა­რა­ლის ანაზღა­უ­რე­ბა სა­სა­მარ­თ­ლოს გზით მო­ითხო­ვოს, მდგო­მა­რე­ო­ბას ეგუ­ე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ფო­რუ­მებ­ზე გა­მო­ხა­ტავს. გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი ხში­რად აღ­შ­ფო­თე­ბის ფარ­გ­ლებს სცდე­ბა და „მწვავე” ლექ­სი­კი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ საქ­მეს ეს არ შვე­ლის. ზღუ­ლა­ძის აზ­რით, სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა მომ­ჩი­ვა­ნის მო­გე­ბით არც დას­რულ­დეს, მაგ­რამ სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია მა­ინც მოხ­დე­ბა. მარ­თა­ლი­ა, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში შეკ­რე­ბი­ლან მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის­თ­ვის მი­ე­მარ­თათ, მაგ­რამ რო­გორც კი ინ­ტერ­ნე­ტის მო­რი­გი შე­ფერ­ხე­ბა მთავ­რ­დე­ბო­და, ისი­ნიც ზაფხუ­ლის ნის­ლი­ვით იფან­ტე­ბოდ­ნენ.
ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტის ფა­სიც მა­ღა­ლი­ა. 10-მეგაბიტიანი პა­კე­ტი უკ­რა­ი­ნა­ში 22 ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ. კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი მსგავს სერ­ვისს ქარ­თ­ველ მომ­ხ­მა­რე­ბელს 60 ლა­რად სთა­ვა­ზობს. სულ რა­ღაც 90 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტად უკ­რა­ი­ნა­ში 1 გი­გა­ბიტ­/­წა­მამ­დე არხს მი­ი­ღებთ, რო­მე­ლიც 50-ჯერ სწრა­ფია კავ­კა­სუ­სის ყვე­ლა­ზე მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ან, 120-ლარიან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას­თან შე­და­რე­ბით. ქარ­თულ ფა­სებ­თან უფ­რო ახ­ლოა ლატ­ვი­უ­რი: ბალ­ტი­ის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ჩვე­ნე­ბუ­რი 45-ლარიანი პა­კე­ტის ანა­ლო­გი და­ახ­ლო­ე­ბით 50 ლა­რი ღირს. დი­დად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­ბი არც აშ­შ­-­ში­ა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში საქ­მე უფ­რო ცუ­და­და­ა: 110 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი სულ რა­ღაც 3-მეგაბიტიანი ხა­ზის ფა­სი­ა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის 2009 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­ბა­ზარ­ზე ორი დი­დი პრო­ვა­ი­დე­რი მოქ­მე­დებ­და. კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს ბაზ­რის 54%, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ტე­ლე­კომს კი 37% ეკა­ვა. 2010 წლის მარ­ტ­ში ტე­ლე­კომ­მა ვა­ნექ­სი და აჭა­რის ელექ­ტ­რო­კავ­ში­რი მი­ი­ერ­თა, რი­თაც ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა კი­დევ უფ­რო გან­მ­ტ­კიც­და.
ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც სილ­კ­ნე­ტი ეწო­და, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გვპირ­დე­ბა. კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნიც, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ანა­ლო­გი­უ­რი და­პი­რე­ბე­ბის ფონ­ზე, რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­იქ­მ­ნა. ამას მოჰ­ყ­ვა შავ ზღვა­ში ახა­ლი ოპ­ტი­კუ­რი მა­გის­ტ­რა­ლის გა­დე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კავ­ში­რი გლო­ბა­ლურ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცეს­თან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა. თუმ­ცა, არა­ერ­თი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა და მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა. არ შეც­ვ­ლი­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი, ტე­ლე­ფო­ნის ხა­ზებ­ზე მიბ­მუ­ლი DSL სერ­ვი­სის ხა­რის­ხი. მარ­თა­ლი­ა, შე­და­რე­ბით ახა­ლი, ოპ­ტი­კუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი უფ­რო სწრა­ფი­ა, მაგ­რამ მის აბო­ნენ­ტებ­საც არ აქვთ უშ­ფოთ­ვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­ცხოვ­რე­ბა.
და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და არას­ტა­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი არა მხო­ლოდ მათ­თ­ვი­საა უსი­ა­მოვ­ნო, ვინც ინ­ტერ­ნეტს გა­სარ­თო­ბად ან ფილ­მე­ბის გად­მო­სა­წე­რად იყე­ნებს. ინ­ტერ­ნე­ტის ერ­თ­სა­ა­თი­ან­მა წყვე­ტამ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი დო­ლა­რი და­ა­კარ­გ­ვი­ნოს მათ, ვინც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­უ­ლოდ­ნელ გა­თიშ­ვას ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ინ­ტერ­ნე­ტა­უქ­ცი­ო­ნებს ან ონ­ლა­ინ სა­ფონ­დო ბირ­ჟებს. სი­ტუ­ა­ცია კი მა­ნამ არ შე­იც­ვ­ლე­ბა, სა­ნამ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვის უფ­ლე­ბებს და მათ დაც­ვას ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი გზით არ შე­ეც­დე­ბა.



 

კომენტარები