ობამა, ნაზარბაევი და ბორატი

პრეზიდენტები ნაზარბაევი და ობამა სამიტზე
ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დაწყებიდან პირველივე დღეს ობამას შეხვედრამ ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში. ნაზარბაევთან საუბრისას ობამამ აღნიშნა, რომ ყაზახეთის მსგავსად, აშშ-მაც უნდა იმუშაოს საკუთარ დემოკრატიაზე. განცხადებამ ისე გაიჟღერა, თითქოს ობამამ ყაზახეთის დემოკრატია ამერიკულს შეადარა, ამერიკული და ყაზახური სახელმწიფო სისტემები ერთ კონტექსტში განიხილა.  
ობამას ოპონენტებმა მის ფრაზას, ირონიულად, კომედიური ფილმის - „ბორატის” -გაგრძელება უწოდეს.
ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ობამა ყაზახეთს აჩვენებს, რომ აშშ ამ ქვეყანაში რეფორმების გატარების მოთხოვნას არბილებს. ობამას კომპრომისი ნაზარბაევის ავტორიტარულ მთავრობას თავდაჯერებულობასაც მატებს. ყაზახეთმა წელს „ეუთოს” თავმჯდომარე გადაიბირა, რომლის მხარდაჭერასაც იგი ვერ იღებდა ერთი წლის მანძილზე, სახელმწიფოს ყველა სფეროში არსებული პრობლემების გამო.
თუ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა მართლაც გულისხმობს მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას, ავტორიტარული ყაზახეთისა და ამერიკის დემოკრატიული გამოწვევების ერთ კონტექსტში მოხსენიება ცენრტალურ აზიაში დემოკრატიული ღირებულებების დაჩლუნგებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე ობამა და ნაზარბაევი შეთანხმდნენ ყაზახეთის მიერ ამერიკისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის დათმობაზე, ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობისათვის. ამ დრომდე აშშ-ს ჯარებისა და სამხედრო მასალების ტრანსპორტირება ხდებოდა გერმანიაში მდებარე რამშტეინის ბაზიდან არაბეთის ყურისა და პაკისტანის გავლით.



 

კომენტარები