გააფრთხილეს თუ არა ოპოზიცია თელავში მისასვლელი ალტერნატიული მარშრუტის შესახებმას შემდეგ, რაც გუშინ, 16 დეკემბერს, თელავში მიმავალ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული მარშრუტი ჰქონდათ შეთავაზებული და მათ ეს გზა არ გამოიყენეს.