UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია PSG-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

PSG-ს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
The Athletic

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან [PSG] ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

შეხვედრის პირველი გოლი მე-6 წუთზე არსენალის თავდამსხმელმა კაი ჰავერცმა გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდისთვის პენალტის მოპოვება შეძლო, რის შემდეგაც, მატჩის 65-ე წუთზე PSG-მ ანგარიში გაათანაბრა. 11-მეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა პენალტების სერიაში PSG-ს სასარგებლოდ ანგარიშით 4:3 დასრულდა - ძირითადი დრო 1:1, დამატებით ტაიმებში გოლი არ გასულა.

მატჩი ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" ლონდონის არსენალის წინააღმდეგ გაიმართა.

კომენტარები